საფრანგეთში დღეს დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
2017-03-21 2541 ნახვა

საფრანგეთში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე–დელონეს განცხადებით, სასამართლო პროცესზე დავით კეზერაშვილის გათავისუფლებისა და ექსტრადაციის საკითხი დადგება.

კერძოდ, ელჩის ინფორმაციით, პროცესზე დაინტერესდებიან, თუ როგორი იქნება ექსტრადაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
ეკატერინე სირაძე– დელონეს განმარტებით, პროცესს საელჩოდან არავინ დაესწრება, ვინაიდან თავდაცვის ყოფილ მინისტრს საელჩოსთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილს ბრალი ედება ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია “იმედის” გასხვისების საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში კეზერაშვილი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთადაა ბრალდებული. “იმედის” გასხვისების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

წყარო: http://www.epn.ge/?p=171635

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 22874-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+18
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 21
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9633
ევრო
3.2697
რუბლი
4.6355
ლარი
1