საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება
საინტერესო ამბები 2017-06-02 1623 ნახვა

ინგლისელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი რეჯინალდ კენეთ დუაიტი, ჩვენთვის კი უბრალოდ ელტონ ჯონი შემოდგომით საქართველოს ეწვევა.  კონცერტი SOLO-სა და Eastern Promotions-ის ორგანიზებით, 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 25 ივნისს 10:00 საათიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად მხოლოდ SOLO-ს კლიენტებისთვის. 29 ივნისიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. ბილეთის ფასი SOLO მომხმარებლებისთვის 90 ლარიდან დაიწყება, ის, ვინც არ არის SOLO, ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.6 გრემის ჯილდოს მფლობელი სერ ელტონ ჯონი საქართველოს პირველად ეწვევა. 70 წლის მომღერალი ცნობილ ჰიტებთან ერთად სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდანაც შეასრულებს.

წყარო: www.bulvar.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15856-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+27
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 56
27º
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4561
ევრო
2.8363
რუბლი
3.8355
ლარი
1