სხვა თაღები, ზღურბლები და წინა ბამპერი
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-02-26 2396 ნახვა

Aston Martin Virage-ის კონსტრუქციაში რევოლუციური არაფერია,  მაგალითად,როგორც ჰეჩბექ Rapide-ში. პირიქით, მოდელი საკმაოდ წარმატებული Aston Martin DB9-ის ბაზაზეა შექმნილი. რატომ დასჭირდათ ბრიტანელებს კიდევ ერთი კუპე სამოდელო რიგში? როგორც ვარაუდობენ,  Virage-ი შუალედურ ადგილს დაიკავებს DB5-სა და DB9-ს შორის. საქმე იმაშია, რომ მდიდარი მყიდველებიდან ექსტრიმი ბევრს არ მოსწონს. 100 კმ/სთ-მდე სწრაფი აჩქარება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ისინი  საკუთარ ლიმუზინებში კომფორტს მიეჩვიენ  და სპორტული ავტომობილისგანაც იგივეს მოითხოვენ. ამიტომაცაა, რომ თავისი თანხები კონკურენტებთან (Porsche, Mercedes Benz) მიაქვთ.  სიტუაცია, როგორც ჩანს მწარმოებლები სერიოზულად ჩააფიქრა და გამოსავლის ძებნაც დაიწყეს. ფატია, რომ Virage-მა სიტუაცია უნდა გამოსწოროს.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი დასახელების მოდელს კომპანია ადრეც უშვებდა, 1988-დან 1995 წლის ჩათვლით დაახლოებით 800 ცალი კუპე და კაბრიოლეტი გამოვიდა. ისინი 5.3 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავი იყოაღჭურვილი. მაშინ Virage-ი Aston Martin-ის სამოდელო რიგის ფლაგმანი იყო და მის ბაზაზე შეიქმნა სამკარიანი უნივერსალი (Shooting Brake), რომელიც მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გამოვიდა.


ბრიტანელები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ ახალი კუპე DB9-ის ბაზაზეა აწყობილი, მაგრამ ადასტურებენ, რომ ძარის ბევრი ელემენტი ორიგინალურით შეცვალეს. დიახ, აქ სულ სხვა თაღები, ზღურბლები და წინა ბამპერია. ოპტიკა Rapide-იდან გადმოიღეს. შედეგად Gran Turismo-ს კლასის  ელეგანტური კუპე მიიღეს, დასაჯდომი 2 პლუს 2 ფორმულით. უკანა სავარძლების ამოღება შეიძლება საბარგულის მოცულობის გაზრდის მიზნით.


Aston Martin-ის ინჟინრები ამბობენ, რომ Virage-ის მართვა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ექსტრემალური DB9-ის.  სერიოზულად გადაკეთდა საკიდარი და საჭის მექანიზმი. ამასთან ადაპტური საკიდარი  პრაქტიკულად ეტალონურ მართვას უზრუნველყოფს. ამას ხელს შეუწყობს ძარის გაზრდილი სიხისტე. ალუმინის და ნახშირბოჭკოვანი ნივთიერების გამოყენება კი Virage-ის წონას შეამცირებს და უფრო დინამიურს გახდის.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ინტერიერს. სალონის გასაწყობად უმაღლესი ხარისხის ტყავი, პლასტიკატი, ხე და ალუმინია გამოყენებული. კომპანიის ყველა სხვა მოდელის მსგავსად, სიახლეც ხელნაკეთია და დიდ დროს მოითხოვს.


Aston Martin Virage-ის ფასი 200 000 დოლარიდან დაიწყება. შესაძლოა ეს თანხა ვინმეს საკმაოდ დიდად მოეჩვენოს, მაგრამ ამ ფირმის ავტომობილების მოყვარულთათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით ხელმისაწვდომია.

 

 




წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21189-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 22
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9275
ევრო
3.2445
რუბლი
4.3846
ლარი
1