ტერ პაულ რუბენსი
T.G ლეგენდა 2017-02-03 5295 ნახვა

 

ტერ პაულ რუბენსი (1577-1640) ევროპული ბაროკოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერმწერი, განთქმული მთელს ევროპაში თავისი მასშტაბური სურათებით რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე, მაგრამ ამავე დროს პეიზაჟისა და პორტრეტის უბადლო ოსტატი.
  1600 წელს 23 წლის რუბენსი ჩავიდა რომში. იგი გაეცნო ახალ იტალიურ ხელოვნებას და მის კლასიკას. როგორც ცნობილია, რა თქმა უნდა ნანახი მასში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, მაგრამ სულით იგი ფლამანდიელ მხატვრად დარჩა .

 

 


1608 წელს ანტვერპენში დაბრუნებულმა 30 წლის რუბენსმა იტალიიდან წამოიღო ყველაფერი ის, რისი აღებაც შეეძლო მხატვარს. იგი ისე არაჩვეულერივად მსუბუქად, ფუნჯის თავისუფალი მონასმებით გადმოსცემდა ცოცხალ სხეულს, ძვირფასეულობასა და იარაღის ბრწყინვალებას, პეიზაჟებს, ნატიურმორტებს, რომ მას ბადალი არ ჰყავდა ჩრდილოეთში. მისი ფლამანდიელი წინამორბედები ხატავდნენ მცირე ზომის სურათებს. რუბენსმა იტალიელების მასშტაბურობა გადაიღო, რომლებიც მონუმეტურ ტილოებს ხატავდნენ ტაძრებისა და საახლეების მოსართავად. სწორედ ეს უნდოდათ ფლამანდიელ არისტოკრატიას. იგი დამაჯერებლად ფარავდა უზარმაზარ სიბრტყეებს ფიგურებით, კომპოზიციის ეფექტურობას სინათლისა და ფერი ეფექტებით აძლიერებდა. იგი უაღრესად თავისუფლად უდგებოდა კანონიკურ სიუჟეტებს. მის რელიგიურ თემებზე დაწერილ კომპოზიციებში მეტია მოძრაობა, სინათლე, ფიგურათა რაოდენობა, ვიდრე წინა დროის სურათებში.

 

 

 

ბუნებრივია, რომ რუბენს უამრავი დამკვეთი გამოუჩნდა. იგი მარტო ვერ აუდიოდა ამ დაკვეთებს. მაგრამ რუბენსი ამის გამო არ იყო შეწუხებული, რადგან მას ჰქონდა ორგანიზატორის ნიჭი და გააჩნდა უდიდესი პიროვნული ხიბლი. ბევრ ნიჭიერ ფლანდრიელ მხატვარს პატივად მიაჩნდა მასთან მუშაობა. რუბენსი მათ მხოლოდ მცირე ზომის ფერად ესკიზებს უხატავდა. მის მოწაფეებს ეს ესკიზები დიდ ტილოებზე გადაჰქონდათ და მხოლოდ ბოლოს იღებდა მხატვარი ფუნჯს, რათა სურათი დაესრულებინა – შეერბილებინა კონტრასტები, გაეცოცხლებინა სახე, ბრწყინვალება მიენიჭებინა აბრეშუმის ქსოვილისათვის და სხვ. მან იცოდა, რომ შეეძლო ფუნჯის რამდენიმე შეხებით სურათის გაცოცხლება.

 

 

 

რუბენსის ყველაზე დიდი საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ მას შეეძლო სიცოცხლით აევსო ყველაფერი რასაც კი დახატავდა. ეს იყო ინტენსიური, ბობოქარი, ფარგლებს გარეთ გამოსული სიცოცხლე. მისი განსაკუთრებული ოსტატობა მთელი ძალით გამჟღავნებულია მის სურათებში. მხატვრის გოგონას პორტრეტი არ გამოირჩევა არც რთული კომპოზიციით, არც ეფექტური განათებით, არც ძვირფასი ქსოვილებით - მხოლოდ გადმოცემულია მაყურებლისკენ მომზირალი ბავშვის სახე. მაგრამ ის სუნთქავს. ამ პორტრეტთან შედარებით ადრინდელი პორტრეტები, როგორიც არ უნდა იყოს მათი მხატვრული ოსტატობა, უფრო განყენებულები არიან. ძნელია სიტყვებით იმის ახსნა თუ როგორ აღწევს სიცოცხლის დამაჯერებლობას მხატვარი, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს რამდენიმე თავისებურება – ფერადოვანი ათინათები, რომლებიც სველ ბაგეებზე ჩდნებიან, სახის კანისა და თმის უფაქიზესი ტონალური დამუშავება და სხვ.

 

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1