უმძლავრესი Audi A1
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-03-01 2454 ნახვა

 

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრიაში Volkswagen-ის ავტომობილების მოყვარულთა პირველი შეხვედრა მოეწყო-Worthersee Tour. პატარა ქალაქ რაიფნიცში,  ვიორტერზეეს ტბის სანაპიროზე,  გიგანტური კონცერნი ფირმის თაყვანისმცემლებს აცნობს საკუთარ სიახლეებს. პატარა სახელოსნოები კი Volkswagen-ის ავტომობილების ტიუნინგში მიღწევების დემონსტრირებას ახდენენ. შეხვედრა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ერთ-ერთ ავტოშოუს მოგვაგონებს. ლამაზმანები უმძლავრეს ავტომობილებს წარადგენენ, ისმის მუსიკა. Worthersee Tour  იმ ავტომოყვარულთა დღესასწაულია, რომელთათვისაც უცხო არაა ისტორია, გერმანული კონცერნის აწმყო და მომავალი, კონცერნისა, რომელმაც საკუთარ კედლებქვეშ გააერთიანა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფირმები.

Audi გვერდს ვერ აუვლიდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და Volkswagen-ის იუბილის აღსანიშნავად ჰეჩბექ A1-ის „შეიარაღებული“ მოდიფიკაციის საუცხოო კონცეპტი წარადგინა. მრავალი პატივსაცემი ავტოექსპერტის აზრით, ეს კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც Clubsport Quattro უწოდეს, წარმოდგენას ქმნის თუ როგორი იქნება უმძლავრესი სერიული ჰეჩბექი Audi S1.

კონცეპტის გარეგნობა აგრესიული და , შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულია. მოძრაობა მხოლოდ წინ, სისწრაფე, სიმძლავრე-ყველაფერი ეს ერთად მოაქციეს დიზაინერებმა სრულამძრავიანი Audi A1 Clubsport Quattro-ს გარეგნობაში. საკიდარმა რეგულირებადი ამორტიზატორებით, სამუხრუჭე სისტემის ექვსდგუშიანმა მექანიზმმა ამ ძვირფასი კონცეპტის მთელი სიმძლავრის გაკონტროლება უნდა შეძლოს. ამ ავტომობილის სიმძლავრე კი, მართლაც, შთამბეჭდავია.

 Clubsport Quattro აღჭურვილია 2.5 ლიტრიანი, ტურბოკომპრესორიანი ძრავით. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე აგრეგატითაა აღჭურვილი ისეთი მოდელები, როგორიცაა RS, RS3 და TT. იმისათვის, რომ Clubsport Quattro უფრო შესამჩნევი გახდეს სხვა სიახლეების ფონზე, ინჟინრებმა ძრავის ტურბოჩამბერის, ინტერქულერის და შემშვებ-გამომშვები სისტემის სერიოზული მოდერნიზაცია მოახდინეს. ამგვარი მანიპულაციის წყალობით, ძრავის სიმძლავრე 503 ცხენისძალამდე გაიზარდა. „შეიარაღებული“ აგრეგატის დასახმარებლად ინგოლშტადტელმა ინჟინრებმა ექვსსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მოათავსეს.

ავტომობილის სალონი, თავიდან შეიძლება ცოტათი ასკეტური მოგეჩვენოთ: კარბონის საჭე და ქსოვილის სარტყელი კარების სახელურის ნაცვლად. მაგრამ სავარძლები, რომელიც თავსდება R8 GT-ის სუპერქარში და ალისფერი, ოთხწერტილიანი უსაფრთხოების ღვედები Clubsport Quattro-ს მსოფლიო ელიტას მიაკუთვნებს.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ Audi S1 Quattro არ იქნება ისეთი თვალშისაცემი, როგორიც კონცეპტქარია, რადგან ნაკლებად მძლავრი ძრავით აღიჭურვება, მაგრამ ის თავის ფუნქციას შეასრულებს. თუმცა კიდევ რას მოიგონებენ ინგოლშტადტელი ინჟინრები, არავინ იცის!

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26254-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 1
24º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2202
ევრო
3.8137
რუბლი
4.2174
ლარი
1