ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო
თაკო კულტურა 2015-07-08 4369 ნახვა

 

 

 

ეს ფოტო ასახავს იმ გაჭირვებას, რასაც ბავშვები სუდანში შიმშილობის პერიოდში განიცდიდნენ 1993 წელს. ფოტოზე ასახულია ძალაგამოცლილი, მილეული პატარა გოგონა, რომელიც უკნასკნელ ძალებს იკრებს და ჰუმანიტარული დახმარების ბანაკისაკენ მიცოცავს. ფოტოს ავტორი გახლავთ კევინ კარტერი, რომელმაც ამისათვის პულიცერის პრემია აიღო. თუმცა პრიზი მას ძვირად დაუჯდა: ფოტოზე თქვენ ბავშვის უკან ხედავთ უზარმაზარ ფრინველს, რომელიც თვალს ადევნებს გოგონას. კევინ კარტერი სპეციალურად უცდიდა მშიერ ფრინველს, რათა ფოტოს უფრო ეპიკური ხასიათი მიეღო. სვავი წრეებს ურტამყდა მშიერ ბავშვს, მისი სიკვდილის მოლოდინში. 20 წუთის შემდეგ კარტერმა, ფრინველი გააგდო, მაგრამ ამის გამო მას აურაცხელი კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. საბოლოოდ კარტერმა სიცოცხლე 1 წლის შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

 

 

მთელი მსოფლიოსათვის ნაცნობი ფოტო, რომელზეც ასახულია ვიეტნამის ომის საზარელი შედეგები, რომელთა გადატანაც უდანაშაულო ადამიანებს მოუხდათ. ბავშვები აფეთქებულ ნაპალნს გაურბოდნენ. ფოტოს ავტორი გახლავთ ნიკ უტო. ამ საზარელი მომენტის დაფიქსირებისთანავე, ნიკმა ხელი სტაცა გოგონას (შიშველი გოგონა-კიმ ფუკი)  და ჰოსპიტალში გადაიყვანა. ნიკს იმედი არ ჰქონდა, რომ კიმი გადარჩებოდა. გოგონას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა დამწვრობა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა კიმი ჯანმრთელია. მან მთელი თავისი სიცოცხლე დაზარალებული ადამიანების დახმარებას მიუძღვნა. აი რა კომენტარს აკეთებს კიმი ფოტოზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა:

 

''«ნაპალმი-ეს ყველაზე საშინელი ტკივილია, რომლის წარმდგენაც შეგიძლიათ. წყალი ცხელდება 100 გრადუსზე, ტემპერატურა კი 800-1200-მდე მერყეობს. პატიებამ განმათავისუფლა სიძულვილისაგან. დამწვრობა სხეულზე დღემდე მაქვს. ახლაც ვგრძნობ საშინელ ტკივილს, მაგრამ ჩემი გული სუფთაა. ნაპალნი ძლიერია, თუმცა რწმენა, პატიება, და სიყვარული უფრო ძლიერი.ჩვენს სამყაროში საერთოდ არ იქნებოდა ომი, თუ თითოეული ჩვენგანი გაიგებდა როგორ ვიცხოვროთ ჭეშმარიტი სიყვარულით, იმედითა და მიტევებით. თუ იმ პატარა გოგონამ ფოტოდან მოახერხა ეს, ჰკითხეთ თქვენ თავს იქნებ თქვენც შეძლებთ ამას?'' 

 

 

 

 

 

2001 წლის 11 სექტემბერი. იმ დღეს უამრავი ფოტო გადაიღეს, მაგრამ ამ ფოტომ ყველაზე უკეთ შეძლო გადმოეცა 21-ე საუკუნის კაცობრიობის განსაცდელი. ავტორმა რიჩარდ დრიუმ ფოტოს 'ადამიანის ვარდნა' უწოდა. 

 

 

 

 

 

 ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გულისამაჩუყებელი ფოტოა, რომელიც კი როდესმე გადაუღიათ. თქვე ხედავთ 21 კვირის სემუელ ალეკსანდრ არმასის პაწაწინა ხელს, რომელიც ჩაჭიდებულია ქირურგ ჯოზეფ ბრიუნერს. პატარა ადამსს თანდაყოლილი ზურგის მალის დეფექტი აღმოაჩნდა. ამ დაავადების დროს ადამიანის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ოპერაცია დაბადებამდე, დედის სხეულშივე ჩატარდება. ექიმმა ჯოზეფმა შეძლო ამის გაკეთება.დღეისათვის სემუელი უკვე 8 წლისაა. ამ საოცარ ფოტოს სახელად ''იმედის ხელი'' დაარქვეს.  

''იმედის ხელი'' პირველად ადგილობრივ ჟურნალში დაიბეჭდა. ჟრნალის გამოსვლის შენდეგ სემუელის დედამ განაცხადა:

''ფოტოს ნახვის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რამდენიმე დღე ვტიროდით. აქ შესანიშნავად ჩანს, რომ ჩემი ორსულება არა ანომალია და დაავადება, არამედ პატარა სასწაული იყო'' 

 

 

ამ ფოტოზე სემიუელი 7 წლისაა

 

 

 

 

 

2006 წლის 1 თებერვალი. უშიშარი ქალბატონი წინააღმდეგობას უწევს ისრაელის არმიას, რომელსაც სისრულეში მოჰყავს სასამართლოს გადაწყვეტილება, 9 სახლის დანგრევის თაობაზე.  ამ ქალბატონთან ერთად, ჯარს წინააღმდეგობას მთელი მოსახლეობა უწევდა, თუმცა ისინი საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდნენ იმ უზარმაზარი ბულდოზერების წინააღმდეგ, რომელთა საშუალებით სახლები დაანგრიეს.

 

 

 

1980 წლის აპრილი. კამბოჯას რაიონი, -უგანდა.  ის წელი უბრალოდ გაუსაძლისი იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა არც წყალი, არც საკვები. ამის დასტური კი ეს ფოტო გახლავთ, რომელზეც ასახულია ადგილობრივი ბიჭუნასა და დასახმარებლად ჩასული მისიონერის ხელები.

 

 

 

 

<თეთრი და ფერადი>

ელიოტ ერვიტის სახელგანთქმული ფოტო, გადაღებული 1950 წელს. მასზე ასახულია ის განსხვავება, რაც იმ დროს ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის იყო.

 

 

 

 

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ფოტოშოპია. მაგრამ ეს ასე არ არის. ფოტო ეკუთვნის სპენსერ პლატს. მასზეასახულიაშეძლებული ლიბიელების ''ვოიაჟი'' დანგრეული ბეირუთის ფონზე.

 

 

 

 

2003 წლის 31 მარტი. სამხედრო ტვეების ციხე ერაყში. მამა ცდილობს შეუმსუბუქოს შვილს ის გაუსაძლისი პირობები, სიცხე და შიმშილი, რომელიც იქ არის.

 

 

 

 

2005 წლის 1 აგვისტო. ნიგერიელი ქალბატონი შვილთან ერთად უფასო საკვებს ელოდება.

 

 

 

 

ჯონ ლენონი და მისი მკვლელი მარკ ჩეპმანი. ეს არის  უკანასკნელი ფოტო, რომელზეც ჯონია აღბეჭდილი. ის ავტოგრაფს აძლევს საკუთარ ფანს, რომელც შემდგომში სიცოცხლეს გამოასალმებს მას.

 

 

 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1