ფოტოები პიპა მიდლტონის ქორწილიდან




მსოფლიო მედია აქტიურად ადევნებდა თვალს, ქეით მიდლტონის დის ქორწილს. 33 წლის პიპა მიდლტონი ცოლად 41 წლის ჯეიმს მეთიუზს გაჰყვა. ჯეიმსი მილიონერი ფინანსისტია, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს. პატარძალს ჯაილზ დიკონის მიერ შექმნილი კაბა და მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები ეცვა. ჯვრისწერის ცერემონია ენგფილდსში, წმინდა მარკის ეკლესიაში გაიმართა. კემბრიჯის ჰერცოგინია პრინცთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა ცერემონიალზე.