ქართველი კოლექციონერების საგანძური
გვანცა გაბლაია კულტურა 2015-02-28 2980 ნახვა

მე და ჩემი მეგობარი სხარტად ავუყევით თბილისის ძველ ქუჩას. ვიცოდით, რომ იქ, ჩვენთვის ნაცნობი და უცნობი სანახაობა გველოდა. სულ მალე საქართველოს ხალხური და გამოყენებითი მუზეუმის კართან აღმოვჩნდით. ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით განსხვავებულ, თბილისურ სახლში, დიდი ისტორიის მქონე მუზეუმი დაგვხდა.

ამ მუზეუმის ისტორია, 1899 წლიდან იწყება, როცა მუშტაიდის ბაღთან მდებარე ნაგებობაში  ნელ-ნელა ძვირფასი ნივთები შეგროვდა. ნივთები, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა სხვა ყოფითი ნივთებისგან და მათ ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა. სწორედ ამიტომ  მუზეუმს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი დაერქვა. იმ დროისთვის მუზემს მიხეილ ირალიშვილი ხელმძღვანელობ. მისი ძალისხმევით მუზეუმში დაცული ნივთები უცხოეთის გამოფენებზეც იფინებოდა.

1918 წელს, როდესაც საქართველოში „წითლები“ შემოიჭრნენ მუზეუმმა დროებით ადგილმდებარეობა შეიცვალა. ის, მაჩაბლის ქუჩაზე გადაიტანეს, რაც ძვირფასი იყო  გაყიდეს, ხოლო შედარებით უინტერესო ნივთებს ადგილი ერთ ძველ სტამბაში მიუჩინეს.  წლების შემდეგ გაირკვა, რომ სტამბაში  ძვირფასი ნივთების ნახევარზე მეტი განადგურდა და დაიკარგა. მუზეუმმა კი  ნავსაყუდელი კიდევ რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს, დადიანის ქუჩაზე აღმოჩნდა რომელსაც მე და ჩემი მეგობარი ვსტუმრობდით.

დერეფანში შესულებს თბილად მომღიმარი  გოგონა შემოგვევება და გვკითხა რის დათვარიელებას ვისურვებდით. არჩევანი ბრონისლავ გოკიელის მიერ შემონახულ  და  ქართველი ხალხისთვის ნაჩუქარ ნივთებზე, ასევე შალვა ბაბუხადიას ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე შევაჩერეთ. ცოტა ხანში ჩვენი მეგზურიც გამოჩნდა, გემოვნებით ჩაცმული, მომხიბვლელი და ნამდვილი დარბაისელი ბატონი. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ის მუზეუმის დირექტორი დავით კიკნაველიძე იყო.

მოდით, გოკიელით დავიწყოთო, გვითხრა მასპინძელმა  და ლამაზად მოწყობილ პატარა ოთახში შეგვიპატიჟა, სადაც ბრონისლავ გოკიელის შეგროვებული სხვადასხვა ძვირფასი ნივთი სახლობდა. გოკიელი ერთი მდიდარი თბილისელი კაცი იყო, რომლესაც საკუთარი ანტიკვარული მაღაზიები ჰქონდა. თუმცა, კომუნისტების მოსვლის შემდეგ მას ყველაფერი ჩამოართვეს და 25 წლით ციმბირში გადაასახლეს. მიზეზი, იმ დროისთვის ბანალური – იყო მდიდარი და მასისგან გამორჩეული.

1953 წელს გოკიელი კვლავ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო სხვადასხვა ძვირფასეულობისა და დიდი ისტორიის მქონე ნივთების შეგროვება, იმისთვის, რომ შემდგომში ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვის ესახსოვრა.

სამუზეუმო  ოთახის ერთ მხარეს გიგო გაბაშვილის ”ბუხარელი ებრაელი” ამშვენებს. სხვათა შორის, გიგო გაბაშვილი ის მხატვარია, რომელსაც ილია და აკაკი ენდნენ და საკუთარი პორტრეტების დახატვის ნებაც კი მისცეს. რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკაში, აუქციონზე გაბაშვილის ერთ-ერთი ტილო მილოინ ორასი ათას დოლარად გაყიდულა. ”ბუხარელი ებრაელი” ბრონისლავ გოკიელის კოლექციის ერთ-ერთი მშვენებაა.

მუზეუმის იმავე ოთახში, კუთხეს ბრიტანული, სპილოსძვლისფერი მოჩუქურთმებული ლარნაკები ალამაზებენ, რომელიც მე-18-ე საუკუნით თარიღდება. აქ  არის სამეფო თეფშები, ჭიქები, აღმოსავლური ჩაიდნები, ლარნაკები, რომლებიც თითქოს არ განსხვავდებინ სხვა ჭურჭლისაგან, მაგრამ ამავე დროს თავს იწონებენ სიძველით, მოხატულობით და სიძვირფასით. თვალში გეცემათ იაპონური თეჯირი, რომელიც სპილოს ძვლითა და სადაფითაა მოჩუქურთემბული და მე-19-ე საუკუნით თარიღდება.

კედელზე გარდამავალ ფერებში ნაქსოვი სპარსეთის შაჰის ნაქონი ქირმან შალი (შაჰების მოსახვევი) კიდია. სპარსეთში, მისი მოქსოვა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. მსოფლიოს სხვა მუზეუმში ქირმანშალი ან საერთოდ არ არის, ან მხოლოდ მისი ნაგლეჯისა და პატარა ნაწილების ნახვაა შესაძლებელი.

გოკიელის კოლექციის კიდევ ერთი მშვენება ტინტორენტოს (მე-16-ე საუკუნის იტალიელი მხატვარი)  ”მადონა ყრმით“ არის. დიდი ხნის მანძილზე ექსპერტებს მის ორიგინალურობაში ეჭვი ეპარებოდათ, ამიტომ სკეპტიკოსებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს. შედეგადაც ტილო დაზინდა,  დღეს კი სადაო აღარ არის ის ფაქტი რომ, ეს სურათი ნამვილად იტალიური სკოლის ქმნილებაა.

იტალიურ განწყობას ერწყმის გოკიელის კოლექციის კიდევ ერთი ნიმუში, ორიგინალური იტალიური მაგიდა, რომლის შუაგულში მოზაიკით ვენეცია იყო დახატული. თუმცა, დრომ და ნესტმა ეს მოზაიკა დაშალა და ის უკვე აღარ გავს ვენეციას. მოზაიკის ადგილი დღეს ლარნაკს აქვს დაკავებული.

მე-18-ე საუკუნეში შესრულებული რუსული ხატი „ტრიპტიხი“, თურმე ერთ დროს მუზეუმიდან გამქრალა კიდეც და მხლოდ 4 წლის შემდეგ იპოვეს და დააბრუნეს  საცავში. მუზეუმის ამ ნაწილში გოკიელის ნაბოძები ნივთების  ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც იქ მისულ დამთვარიელებელს დახვდება.

მას შემდეგ, რაც ოთახში დალაგებული თითქმის ყველა საგნის ისტორიას გავეცანით, მეორე სართულისკენ ყავისფერ კიბეს ავუყევით. ამჯერად , კიდევ ერთი კოლექციონერის შალვა ბაბუხადიას სამყაროთი დავინტერესდით.

90 წელს მიღწეული შალვა ბაბუხადია, ჩვენი მუზეუმში სტუმრობის პერიოდში სარეცელს იყო მიჯაჭვული, ამიტომ დიდი სურვილის მიუხედავად მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ.  თუმცა ამ დანაკარგის შევსებას, ჩვენი მეგზური ისეთივე  დაბეჯითებით  შეეცადა, როგორც ეს გოკიელის კოლექციის დათვალიერებისას გააკეთა.

პროფესიის ინჟინერია შალვა ბაბუხადია ახალგაზრდობაში კარგად ხატავდა, შემდეგ ჭედურმა ხელოვნებამ გაიტაცა, ხოლო ბოლო 25 წელია საქონლის ძვალზე მუშაობს.  “ძვალს როგორც კი დავინახავდი ხელიდან არ ვუშვებდი და ვამუშავებდიო“, ერთ-ერთ ბოლო საუბარში უთქვამს ბატონ შალვას დავით კიკნაველიძისთვის.  თურმე ასე ნელ-ნელა, ერთობოდა, თან სწავლობდა, დროთა განმავლობაში კი პატარა სახელოსნოც მოუწყია, ისე გაუტაცია ამ საქმიანობას.  ასე, განუწყვეტლივ მუშაობდა, ვიდრე არ დაუძლურდა.

სამკაულები, შანდლები, ლარნაკები, ჩარჩოები, ინსტრუმენტები, ჭადრაკის ფიგურები, ნარდი, პორტრეტები, საერთო ჯამში შალვა ბაბუხადიას შექმნილი აქვს 2000-მდე თემატურად სხვადახვა ნივთი. მათ შორის არის პატრიოტულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები: ”9 აპრილი“, ”მტრედები“, ”დედა ენა“,  ”სამი გრაცია“, ”შვიდკაცა“,  ”ამირანი“, ”ქართული პოეზია“, ”ღვინის სასმისები“და სხვა.

საინტერესოა შალვა ბაბუხადიას მიერ შექმნილი სოფლის თემატიკაც. სწორედ, ამ ნამუშევრებში გამოიხატა კოლექციონერის სიყვარული სოფლისადმი. გოდორი, კალათა, სამფეხი, საცეხველი, საჩეჩელი, გობი, ორშიმო, გიდელი დოქიც, გოდორი, ჩაფი, ქვევრი, ველაფერი ის რაც მას სოფლად უნახავს, მოგვიანებით ნატურალური მასალისგან შექმნა.

კოლექციონერის შეგროვებულ ექსპონატეში, ბევრია რელიგიურ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებიც. წმიდა ნინოს, თამარისა და ქეთევანის პორტრეტებს ამ ოთახში ცალკე კუთხე უჭირავთ. 90 წლის ასაკში შალვა ბაბუხადიამ თავისი კოლექციიდან 500 ნიმუში უანგაროდ გადასცა ხალხური ხელოვნების მუზეუმს და ქართველ ხალხს. ახლა, მათი ნახვა ყველას შეუძლია.  

ვბრუნდებოდი მუზეუმიდან და იქ ნანახის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდიოდი. ორ სართულზე განლაგებული, ორი ადამაინის რადიკალურად განსხვავებული კოლექცია. თითქოს ამ ორ გამოფენას ერთმანეთთან  არაფერი აკავშირებს, თუმცა საერთო მაინც დავინახე, პირველმა ბრონისლავ გოკიელმა, რომელმაც პირადი ტრაგედია გადაიტანა და ალბათ, არც არავინ დაძრახავდა, რომ უნიკალური კოლექცია სადმე უცხოეთში, სარფიანად გაეყიდა, შეძლო შეენარჩუნებინა ადამიანისთვის ყველაზე მთავარი, სიყვარულის უნარი და სრულიად უანგაროდ ქართველ ხალხს დაუტოვა. შალვა ბაბუხანდიამ, კი ის ნამუშევრები, რომელშიც თითქმის საუკუნის მანძილზე საკუთარი სული, შრომა, ენერგია ჩააქსოვა ასევე, ყოველგვარი საფასურის გარეშე უსახსოვრა ქართველ ერს.

და კიდევ, ამ ორ კოლექციონერს ისიც აკავშირებს, რომ 21-ე საუკუნეში ახალმა თაობამ, კოლექციები და მათი ავტორები ერთ დღეს გაიცნო.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26010-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+21
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 1
21º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2059
ევრო
3.756
რუბლი
4.0976
ლარი
1