ქართულ და გერმანულ სკოლების ახალი პროექტი
განათლება 2019-03-06 3071 ნახვა
საქართველოში მოქმედი რამოდენიმე წარმატებული სკოლა 2018-2019 წლის მეორე სემესტრს სიახლეებით შეხვდა. თბილსისი სკოლა-ლიცეუმ „სხივის“, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორები და განათლების თემაზე მომუშავე ექსპერტები, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მიმდინარე წლიდან ქალაქ შტუტგარდის ერთ-ერთი წამყვანი სკოლა,,ბილ შულენი“ და ქართული სკოლები თანამშრომლობის ახალ ფორმატს დაიწყებენ, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ სიახლეებს ქართულ სკოლებში, რაშიც გერმანული პარტნიორი სკოლა დაეხმარება.
„ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა, ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმს. ჩვენს სკოლაში უკვე ინგლისურ ენასთან ერთად გაძლიერებულად ისწავლება გერმანულიც, რაც ჩვენს მოსწავლეებს ხელს შეუწყობს ჩაერთონ გერმანულენოვან პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა და საზაფხულო სკოლებში. იგეგმება პედაგოგების გაგზავნაც გერმანიაში, რაც ვფიქრობთ ჩვენს სკოლას და ჩვენს პარტნიორ სკოლებს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - აღნიშნა სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ დირექტორმა ეკა ჩიქობავამ.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს სკოლებს შორის ურთიერთანამშრომლობა, მოსწავლეებში აღმზრდელობითი და შემეცნებითი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით და ამასთანავე, მემორანდუმი ითვალისწინებს სკოლების მიერ ერთმანეთისათვის სასწავლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე გამოცდილების გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა, ქართული დელეგაციას, გერმანიის საჯარო სკოლების ექსპერტებსა და განათლების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ასევე გეგმავენ მჭირდრო ურთიერთობას შერჩეულ ქართულ სკოლებთან.
წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21429-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
26º
16º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1