ქვეყნები სადაც ხელფასს სამსახურის არქონის გამო უხდიან ადამიანებს
საინტერესო ამბები 2017-05-22 1356 ნახვა

 დღესდღეისობით 9 ქვეყნის მოქალაქეები ხელფასს იღებენ მაშინაც კი ,როცა სამსახური არ აქვთ.
 ფინლანდია - ამ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან ყოველი უმუშევარი მოქალაქე 25 წლიდან 58 წლამდე ყოველთვიურად 560 ევროს იღებს სახელმწიფოსგან. 2000 უმუშევარი მოქალაქე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაერთვნენ პროექტში და მათ აღნიშნული თანხა სამსახურის შოვნის შემდეგაც დაერიცხებათ. ეს ექსპერიმენტი 2 წელს გაგრძელდება.
კენია - არაკომერციული ორგანიზაციის GiveDirectly წყალობით, კენიის მოსახლეობის თითოეული მოქალაქე ყოველთვიურად 22 ევროს მიიღებს 12 წლის განმავლობაში. ადგილობრივების 45%-ს 22 ევრო ერთად არასდროს ჭერია ხელში. უამრავმა მათგანმა უკვე დაგეგმა სახლების რემონტი, სასმელი წყლის შეძენა, პირუტყვის ყიდვა, განათლების დაფინანსება.
უტრეხტი, ნიდერლანდები - 2017 წლის მაისიდან 250 ადგილობრივი მოქალაქე ყოველთვიურად 960 ევროს მიიღებს ორი წლის მანძილზე. პროექტის წარმატების შემთხვევაში ის კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდება.
მარიკა, ბრაზილია - მარიკის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქის მოსახლეობის 150 000 მაცხოვრებელი ყოველთვიურად 30$-ს იღებს მისი სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედვად. ხოლო დაბალი ხელფასის მქონე ოჯახები კიდევ დამატებით 28$-ს იღებენ თვეში. პროექტის გამართლების შემთხვევაში თანხის  ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ინდოეთი - 2017 წლის მეორე ნახევრიდან მთავრობა აპირებს 7 წლით გააგრძელოს ექსპერიმენტი, რომელმაც აქამდე კარგი შედეგი აჩვენა. წინა ჯერზე 6000 მაცხოვრებელი „სოფლის კეთილდღეობის უზრუნველყოფის" პროექტის ფარგლებში 18 თვის განმავლობაში რამდენიმე დოლარს იღებდა ყოველთვიურად. შედეგად, ძალიან ბევრი ოჯახი გამყარდა ფინანსური თვალსაზრისით.
ონტარიო, კანადა - 2017 წლის მაისიდან ონტარიოს მოსახლეობიდან 4000 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-და 64 წლამდე, მიიღებს ყოველთვიურ დახმარებას. ეს თანხა კი ყველასთვის სხვადასხვა რაოდენობისაა, იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენს გამოიმუშავებს ყოველწლიურად. საბოლოო ჯამში თანხის რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.
უგანდა - 2017 წლიდან არაკომერციული ორგანიზაცია Eight უგანდაში 50 ოჯახს ყოველთვიურად 8$-ს უხდის. ექსპერიმენტი 2 წელს გაგრძელდება დ საფუძვლად დაედება დოკუმენტურ ფილმს.
ოკლენდი, აშშ - 2017 წლის იანვრიდან ოკლენდში 100 ოჯახი იღებს ყოველთვიურ დახმარებას 2000$-ის ოდენობით. ეს ოჯახებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არიან მოხვედრილები პროექტში. მათ შეუძლიათ უარი თქვან სამსახურზე ან სულაც გაემგზავრონ ქვეყნიდან, თანხას მაინც მიიღებენ ყოველთვიურად. პროექტის ორგანიზატორები აპირებენ კიდევ 900 ოჯახი ჩართონ ექსპერიმენტში და იგი 2021 წლამდე გაგრძელდება.

წყარო: www.droni.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15915-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+30
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 5
30º
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4578
ევრო
2.8597
რუბლი
3.8955
ლარი
1