ქუვეითში ნარკოტიკებით დატვირთული მტრედი დაიჭირეს
საინტერესო ამბები 2017-05-25 1595 ნახვა

თუკი აქამდე ფიქრობდით, რომ კურიერ მტრედებს მხოლოდ წერილები გადაჰქონდათ, ეს ამბავი ძალიან გაგაკვირვებთ. გუშინ ქუვეითის საზღვარზე სამართალდამცავებმა მტრედი დაიჭირეს, რომელსაც ზურგზე პატარა ჩანთა ჰქონდა დამაგრებული. ჩანთაში კი 178 აბი ამფეტამინი აღმოჩნდა. აბები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. რა ბედი ელის ჩიტს ჯერჯერობით უცნობია.როგორც ქუვეითელმა მესაზღვრეებმა დაადგინეს, გაწვრთნილი მტრედი ერაყიდან მოფრინავდა. ასეთი მტრედები თავდაპირველად გზავნილების გადასატანად გამოიყენებოდა. ისინი დაახლოებით 100 მილზე დაფრინავდნენ. მოგვიანებით მეპატრონეებმა ისიც კი ასწავლეს, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან საპასუხო გზავნილით. საინტერესოა, ის ფაქტი რომ კურიერი მტრედები დღეში რამდენიმე "რეისსაც" კი ასრულებდნენ.

 


წყარო: www.bulvar.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18796-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+7
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 97
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6413
ევრო
2.9791
რუბლი
3.9608
ლარი
1