ღარიბაშვილი ობამას, მერკელს და კიდევ ბევრ მსოფლიო ლიდერს მიესალმა
პოლიტიკა 2015-12-02 1884 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე მსოფლიო ლიდერებს მიესალმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს და მედიას უგზავნის.

 

"ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერმინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერმინისტრებს მიესალმა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აღსანიშნავი და მეტად სასიხარულოა რომ ამ საკმაოდ გრძელ სიაში არ არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.


ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი


 

 

 

 

 

 

წყარო: www.tabula.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21213-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1