ყველაზე პოპულარული სუვენირი
თაკო კულტურა 2015-07-08 3300 ნახვა

 

უცნაურ სასმელს დიდხნიანი წარსული აქვს, თუმცა იგი დღემდე პოპულარულია.

ვიეტნამელების უჩვეულო და საინტერესო სასმელი სამშობლოში rượu rắn-ად  იწოდება.სწორედ ვიეტნამიდან წამოვიდა ღვინოში გველების, ხვლიკებისა და მორიელების დამატების ტრადიცია. გველი სიბრძნის სიმბოლოა და ითვლება, რომ თუკი ამ სასმელს დალევ გველისაგან სიბრძნეს,ძალას და ხანგრძლივ სიცოცხლეს მიიღებ. ტურისტი, რომელიც ვიეტნამს ეწვევა, უბრალოდ ვალდებულია სახლში სუვენირად ეს სასმელი წაიღოს. მას ხომ მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ შეხვდება. ვიეტნამელი მეღვინეები გველის სასმელს ორნაირად ამზადებენ. ერთ შემთხვევაში სასმელი ჩვეულებრივ ნებისმიერ დროს შეიძლება დაილიოს, ხოლო მეორე შემთხვევაში გველის სასმელი დიდხანს, წლობით ინახება და ის მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევენისათვის იხსნება. ღვინის დასამზადებლად ვიეტნამელები მხოლოდ შხამიან გველებს იყენებენ. საშიში არაფერია. სპირტი სრულიად ანადგურებს შხამსა და სხვა მავნე ნივთიერებებს. გარდა გველებისა, მეღვინეები სასმელში პატარა ხვლიკებს ან მორიელებს ურევენ. გარდა ამისა სხვადასხვა სახის ბალახსაც ამატებენ, რაც ღვინოს სამკურნალო დანიშნულებას აძლევს.  რამდენიმე დღეშ, სასმლის  ერთი კოვზის მიღება შეიძლება. მისი დამატება ჩაიშიც შეიძლება, თუმცა აუცილებელია მანამდე დოზის რაოდენობას გაეცნოთ. ეს უცნაური სასმელი ვიეტნამში ნებისმიერ ადგილას იყიდება.

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21197-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 19
34º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9354
ევრო
3.2583
რუბლი
4.4507
ლარი
1