ყველაზე გამხდარი ვარსკვლავები!
სალო შოუბიზნესი საინტერესო ამბები 2016-03-18 4474 ნახვა


გაუთავებელი დიეტები, ფიქრი იმის შესახებ, რომ ზედმეტი ლუკმა გაგასუქებს, ხშირ შემთხვევაში მთელი რიგი დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება, დაწყებული გასტრიტიდან დამთავრებული ანორექსიით.

როგორც ჟურნალი Grazia წერს, ბევრი მომხიბლავი გოგონა ჩონჩხს დაემსგავსა, კანის ელასტიკურობა დაერღვა, კუნთი მოუდუნდა, მაგრამ მაინც არ ეპუებიან და კვლავ აგრძელებენ დიეტებს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ფსიქოლოგის დახმარებაა, თუმცა ბევრი ამ დახმარებაზეც უარს ამბობს.

ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობილი ჰოლივუდელი ქალბატონების ფოტოები, რომლებიც თავიანთი სიგამხდრით საშინელებათა ფილმის გმირებს დაემსგავსნენ.

Grazia-მ რამდენიმე ქალბატონის მაგალითი მოიყვანა.

 

★    ★      ★


დემი მური აპრილში 40 კგ-ს იწონიდა, არაფერს ჭამდა, მას ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს. ფსიქოლოგის დახმარებით დემიმ დაძლია დაავადება.





ჰაიდი კლუმის მეგობრებს განგაში აქვთ გამოცხადებული. ფიქრობენ, რომ ჰაიდის შველა სჭირდება, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, დეპრესიულმა კლუმმა საკვებზე პრაქტიკულად უარი განაცხადა.




დები ჰილტონები ყოველთვის თავიანთი მშვენიერი სხეულებით იყვნენ ცნობილი, მაგრამ ნიკი ჰილტონს საკუთარი წონა არ აკმაყოფილებდა და დღეს საფრთხობელას ჰგავს.




ლინდსი ლოჰანის და ალი, პროფესიით მოდელი, იმდენად გამხდარია, რომ პოდიუმზე სიარული უჭირს. ფერმკრთალ ალიზე ამბობენ, რომ ის კოკაინსაც მოიხმარს. მისმა უფროსმა დამ კი უარი თქვა ნარკოტიკებზე და აღარც ანორექსია აწუხებს.




ვანესა პარადისის ქალიშვილმა მსახიობმა ჯოელი რიჩარდსონმა Cartier მიერ ორგანიზებულ საღამოზე თავისი სიგამხდრით პირდაპირ შეაშინა საზოგადოება.




კირა ნაიტლი ყოველთვის გამხდარი იყო, მაგრამ, როგორც ტაბლოიდები წერენ კირა ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლს დაემსგავსა.




ცნობილი ტელესახე და ჟურნალ Vogue რედაქტორი ალექსა ჩანგი ბრიტანეთის ყველაზე მოდურ ქალბატონად აღიარეს, მეგრამ ტაბლოიდები და სოციალური ქსელები სავსე იყო ფოტოებით, სადაც ალექსა კატასტროფიულად გამხდარია და გაირკვა, ისიც ანორექსიის მსხვერპლია.




ცნობილ ქალბატონებთა სიაში ყველაზე გამხდარი და როგორც Grazia წერს, "საშიში" ევა ჰერციგოვაა, 39 წლის ყოფილი მოდელი საცურაო კოსტუმში საკმაოდ არაესთეტურად გამოიყურება.






წყარო http://primetimenews.ge


 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 25412-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+27
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 99
27º
17º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9562
ევრო
3.3476
რუბლი
4.2963
ლარი
1