ყველაზე სახიფათო ხიდები მსოფლიოში
საინტერესო ამბები 2017-06-05 1285 ნახვა

 

 

გასა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ხიდია, ის ნეპალში, სოფელ გუსში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ პატარა, ვიწრო და სახიფათოა, მასზე ყოველდღიურად არაერთი ადგილობრივი გადაადგილდება, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ.



თოკის ხიდი, ქალაქ ანტრიმში, ჩრდ. ირლანდიაში მდებარეობს. თითქმის 21 მეტრის სიგრძის ვიწრო ბილიკი, 30 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული და ამ რთულად გადასალახ ხიდს ასევე არაერთი ტურისტი სტუმრობს.



ლერწმის ხიდი, იაპონიაში ომის დროს ააგეს. აღსანიშნავია, რომ ეს თითქმის 10 მეტრიანი ხიდი, არცთუ საიმედო მასალისგან არის დამზადებული.



ეს ხიდი ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდია მთელს მალაიზიაში. ყოველდღიურად მას ერთი ბოლოდან მეორეზე გადასასვლელად ასობით ადგილობრივი და ტურისტი იყენებს. საქმე ისაა რომ წვიმების სეზონის დაწყებისთანავე ხიდზე გავლა თითქმის მომაკვდინებელი განაჩენის გამოტანის ტოლფასია.



ეს ხიდი ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდია მთელს მალაიზიაში. ყოველდღიურად მას ერთი ბოლოდან მეორეზე გადასასვლელად ასობით ადგილობრივი და ტურისტი იყენებს. საქმე ისაა რომ წვიმების სეზონის დაწყებისთანავე ხიდზე გავლა თითქმის მომაკვდინებელი განაჩენის გამოტანის ტოლფასია.



ტრიფტაზინის ხიდი შვეიცარიაში 2004 წელს ააგეს. ის მიწიდან 110 მეტრის - სიმაღლეზე, ხოლო სიგრძეში 180 მეტრზეა გადაჭიმული. რეკონსტრუქცია ბოლოს 2009 წელს ჩაუტარდა, მაგრამ მასზე გადამსვლელებისთვის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები დღემდე არ არის დაცული.

 

"უბადლო ხიდი" იაპონიაში 1950 წელს ააგეს და ის თავისი ვიწრო და არასაიმედო აგებულებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ხიდია.



ზღვის დონიდან 3 800 მეტრზე გადაჭიმული ნემსის ხიდი, საფრანგეთში მდებარეობს. თუ სიმაღლის გეშინიათ, მასზე გავლა ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა.



პაკისტანში მდებარე საფეხმავლო ხიდი, თავისი სუსტი კონსტრუქციითა და მასზე გადებული ფარატინა ხის ნაჭრებით, ნამდვილ სათამაშოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, სამწუხაროდ, ის არაერთი ადამიანის მარშრუტს კვეთს, რადგან ერთი მდინარის ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.



მარინბრუკეს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ხიდი, გერმანიაში, ბავარიაში მდებარეობს. ის ორი თვალუწვდენელი კლდის ერთადერთი დამაკავშირებელია და ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ცხრა ხიდზე გადასვლამდე, ამ შემთხვევაშიც დაფიქრება გმართებთ, შემთხვევით "ბეწვის ხიდზე" ხომ არ დადიხართ

წყარო: www.on.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15856-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+27
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 56
27º
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4561
ევრო
2.8363
რუბლი
3.8355
ლარი
1