ყველაფერი როლისათვის
თაკო კულტურა შოუბიზნესი 2015-11-03 4556 ნახვა

მაყურებლისთვის მსახიობები არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ როლის შესრულებისათვის უამრავ თანხას იღებენ. თუნდაც გენიალური როლის შექმნისას ეკრანზე არ ჩანს ის წვალება, შრომა და გარჯა, რადაც მსახიობებს ეს უჯდებათ. ვნახოთ რამდენიმე მათგანი, თუ რა მსხვერპლზე მოუხდათ წასვლა ფილმში თამაშისათვის. უმეტეს შემთხვევაში საქმე მათ გარეგნობას ეხება:

 


ენ ჰეტევეი

 

ფილ ''Les Misérables-ში '' შესასრულებელი როლისათვის მსახიობს დიეტაზე დაჯდომა მოუხდა. იგი 3 კვირის განმავლობაში დღეში მხოლოდ 500 კალორიას იღებდა. ამასთანავე მეტი ეფექტისათვის ენმა პირადი მწვრთნელი დაიქირავა. მას რაღა თქმა უნდა არ დავიწყებია ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დიეტას ექიმის მეთვალყურეოობის ქვეშ იცავდა. გარდა გახდომისა ენი თმასაც შეელია.

 

 

 

 

 

ვანესა ჰაჯენსი

 

ვინ იცნობს ამ ფოტოში  თინეიჯერების უსაყვარლეს მსახიობ ვანესა ჰაჯენს? ალბათ ძალიან დაკვირვებული ადამიანები. ის ხომ საერთოდ არ ჰგავს საკუთარ თავს. გარეგნობის ''გაწირვა'' ვანესას ფილმ ''მაჩუქე თავშესაფარისთვის'' მოუხდა. ფილმში ის ორსული, უსახლკარო გოგონას როლს ასრულებს. როლისათვის ვანესას წონაში მომატება და თმის შეჭრა მოუხდა.

 

 

 

 

 

 

რენე ზელვეგერი

 

''ბრიჯიტ ჯონსის დღიურმა'' რენე ზელვეგერს პიცის, სპაგეტისა და პონჩიკების ბლომად ჭამა აიძულა. მსახიობმა აღნიშნული ფილმის როლისათვის 13 კილო დაიკლო. რეჟისორის ჩანაფიქრით მთავარი გმირი პუტკუნა უნდა ყოფილიყო. რენეს ეს შესანიშნავად  გამოუვიდა. მის მონდომებას ამაოდ არ ჩაუვლია. როლი წარმატებული აღმოჩნდა, რამაც მას არნახული პოპულარობა მოუტანა. გასუქების შემდეგ პროფესიონალი მსახიობი მალევე ჩადგა ჩვეულ ფორმაში.

 

 



შარლიზ ტერონი

 

 

2003 წელს ფილმ ''მონსტრში'' შესრულებული როლისათვის შარლიზ ტერონმა ოსკარი მიიღო. მანამდე კი მას რადიკალურად მოუხდა საკუთარი გარეგნობის შეცვლა. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალბატონმა  როლისათვის 13 კილოგრამი მოიმატა. შემოქმედი ჯგუფისა და შარლიზის ერთობლივი მუშაობით საქმე იქამდე მივიდა, რომ ქერათმიანი ლამაზმანი  ყველასათვის უცნობ პერსონაჟად ჩამოყალიბდა. როგორც შემდგომ თავად შარლიზმა განაცხადა, გადაღებების პროცესში ის სულაც არ თვლიდა, რომ მსუქანი იყო.

 

 

 


ნატალი პორტმანი

 

 

8 საუკეთესო შემთხვევაში კი 5 საათი ყოველდღე ნატალი პორტმანი ბალეტით იყო დაკავებული. ''შავი გედის'' გადაღებებამდე ის უზომოდ ბევრს ვარჯიშობდა. ამასთანავე კი გახდომაზეც მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, წონის დაკლება სრულებით არ გასჭირვებია. უფრო რთული ბალეტი იყო.  შრომა კი ნატალის'' ოსკარის '' სტატუეტის მოპოვებაში დაეხმარა.

 

 

 

 

 

მეთ დეიმონი

 

 

მარკ უიტეკერის პერსონაჟი ფილმ ''ინფორმატორში''- გასუქებული, სათვალიანი მეთ დეიმონი გახლავთ. მსახიობმა როლისათვის 14 კილოგრამი მოიმატა. როგორც თავად აცხადებს სრულებით არ გასჭირვებია '' გასასუქებლად უბრალოდ საჭირო იყო მეჭამა იმდენი, რამდენსაც სტუდენტობის წლებში ვჭამდი. სულ ეს არი.''


 

 

 

 

 

ჯარედ ლეტო

 

წინამორბედ მსახიობებთან შედარებით ჯარედ ლეტომ წონაში მომატების რეკორდი მოხსნა. იმისათვის, რომ ის ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ ჩეპმანს დამსგავსებოდა მსახიობმა 30 კილოგრამი მოიმატა. მისი დიეტის საიდუმლო ბევრ შოკოლადში იყო.

 

 

 


 

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21196-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 19
34º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9354
ევრო
3.2583
რუბლი
4.4507
ლარი
1