ყინულები სახეზე
თაკო მოდა 2016-10-12 4181 ნახვა

 

 

 

30 წელს გადაცილებული ქალბატონებისათვის  ყინულები სახის მოვლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. დილა-საღამოს მათი წასმა ,კანს გამოცოცხლების საშუალებას აძლევს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ წასმის შემდეგ სახე არ უნდა გაიმშრალოთ. წყალი თვითონ უნდა შეშრეს.

 

ყინულების დამზადება სხვადასხვა რეცეპტით  შეგიძლიათ.  მაგალითად მინერალური ყინული, რომელიც მინერალური წყლის გაყინვით მიიღება ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა სასარგებლო. ლიმონისგან დამზადებული ყინულები კარგია ცხიმიანი კანისათვის. ის ძალიან მარტივად მზადდება. ნახევარი ლიმონის წვენს ურევთ ნახევარ ჭიქა წყალში და ყინავთ. გასათეთრებლად რეკომენდირებულია გრეიფრუტის ნაჭრებისაგან დამზადებული ყინული. წყალში აწყობთ აღნიშნული ციტრუსის პატარ-პატარა ნაჭრებს და ისე ყინავთ, სასარგებლოა მცენარეული ყინულებიც. ისინიც ანალოგიურად მზადდება. რეცეპტები მრავალფეროვანია, არჩევანი თქვენზეა.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 27273-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+5
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 77
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.3169
ევრო
4.0294
რუბლი
4.4671
ლარი
1