ყოფილმა დეპუტატმა მარიამ საჯაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა
საინტერესო ამბები 2017-06-01 1475 ნახვა

"მე მოგიყვებით ერთ ამბავს ... 
4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ - Travel Junkies 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ! მივდივართ!  ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი "კუსტარული" მაგრამ ზე-რეალური რეალითი-შოუ... მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის-დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის...ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესს - შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილს... ჩანთას ვალაგებ და მივდივარ.სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია - მანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია. და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე,და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა! მომავალი მოგზაურებისთვის - უზუსტესი travel guide, რომ თუკი ოდესმე მთელი ამ გზის, ნაწილის თუ მონაკვეთის გავლა ენდომება, სახელმძღვანელო ექნება.
არ-და-ვერ მოგზაურებისთვის - ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვს თვითონ გადახდეს თავს ან ფიქრობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აინტერესებს რეალური თავგადასავლების შორიდან დაკვირვება 
ან მეგობარი ხარ, არა-მეგობარი ხარ, კეთილისმყოფელი ხარ, სხვისი გახარება გინდა.  გვჭირდება ყველაფერი, ანუ რამე, რაც შეგიძლია - anything can help... 5 ლარი, ფანარი, ფანდრაიზინგ წვეულების მოწყობა, კარავი, ინტერნეტი... 
მართლა 5-10 ლარიც გვშველის - აი რომ ავიღოთ ჩემი ბოლო ფოტოს დამლაიქებლების რაოდენობაზე გამრავლებული.
ამ ამბის გაზიარება, ხმის გაგდება და ინფოს გავრცელებაც დიდი მადლია.  წერს მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში ,რამაც ხალხის გაღიზიანება და უარყოფითი კომენტარები გამოიწვია, თუმცა ის ამ ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს და უფრო მოტივირებული გახდა,რათა თავის ჩანაფიქრი განახორციელოს.


 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15856-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+28
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 56
28º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4561
ევრო
2.8363
რუბლი
3.8355
ლარი
1