შეუწყდეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა - წულუკიანმა პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა
პოლიტიკა 2015-12-03 1471 ნახვა

იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რეკომენდაციით მიმართა, რომ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს. თეა წულუკიანის თქმით, რეკომენდაციას მისი უწყების მიერ მომზადებული დასკვნაც დაედო.

„საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, თუკი ის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს დასკვნას დაეთანხმება”, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია მიხეილ სააკაშვილს. როგორც წულუკიანი ამბობს, იუსტიციის სამინისტროს ექსრეზიდენტისგან პასუხი არ მიუღია.

„მას წერილი ჩაბარდა 3 ნოემბერს, თუმცა პასუხი არ გაუცია, ამიტომაც პროცედურა დაიძრა და დასკვნა ხელმოსაწერად უკვე გახლავთ საქართველოს პრეზიდენტთან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

წყარო: ნიუპოსტი

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1