ცნობილი ფილმები რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალეს
საინტერესო ამბები 2017-05-30 1716 ნახვა

წარმოგიდგენთ 8 ცნობილ ფილმს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს. ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილებები, ზოგისთვის მისაღებია, ზოგს კი სასაცილოდაც შეიძლება არ ეყოს.მაგალითად, სიუზენ კოლინზის მსოფლიოს ბესტსელერის ეკრანიზაცია, THE HUNGER GAMES ,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, გაგიკვირდებათ და ვიეტნამში დღემდე აკრძალულია.

 

 


როგორც უკვე გითხარით, ფილმი შიმშილის თამაშები ვიეტნამის მთავრობამ აკრძალა, ამის მიზეზი კი ფილმში ახალგაზრდების დაუნდობელი და სასტიკი მკვლელობების სცენები იყო.



სამწუხაროდ, კაპიტანი ჯეკ ბეღურა ჩინეთის კონტროლირებადი საზღვაო წყლებიდან, საკუთარი ხომალდიანად უკან გააბრუნეს. ამის მიზეზი კი უცნაური არსებებისა და კანიბალიზმის სიმრავლე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჯეკს სულაც არ გასჭირვებია მსოფლიო ღია წყლებში მილიარდიანი მოგების მონადირება.



სტივენ სპილბერგის უცხოპლანეტელი, კომერციულად ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სკანდინავიური ქვეყნების მთავრობებმა კი ფილმი უფროსებსა და მათ პატარებს შორის შუღლის გაღვივებისა და დაპირისპირების პოტენციურ საფრთხედ აღიქვეს. ამიტომ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ფილმის 12 წლამდე მაყურებლისთვის ჩვენება მკაცრად აკრძალეს.


 


რობერტ ზემეკისის ეს უკვდავი და ლეგენდარული ტრილოგია ჩინელი მაყურებლისათვის ხელმიუწვდომელი დარჩა, რადგან 2011 წელს, ჩინეთის მასშტაბით ისეთი ფილმების ჩვენება აიკრძალა, რომლებიც დროში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობენ.



როგორც ჩანს ყოვლის შემძლე ბრიუსი ღმერთმა მწარედ გააცურა და ამბავი მის ყოვლისშემძლეობაზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქმე ისაა, რომ ეგვიპტეში, მალაიზიასა და ირანში, ფილმი ღვთიური უნარებით დაჯილდოებული, ექსცენტრული ამერიკელი კაცის შესახებ, დაიწუნეს და რადგან ღმერთის კომედიური ფილმის გმირობა დიდად არ მოეწონათ. შესაბამისად, ამავე ქვეყნებში მცხოვრებმა კინოს მოყვარულებმა ბრიუსის საქმენი საგმირონი სამწუხაროდ ვერ იხილეს.



2012 წელს დოქტორი ადრიანეს მეცნიერული წინასწარმეტყველება, ჩვენი პლანეტის შესახებ რეალური რომ ყოფილიყო, ჩრდილოეთ კორეა საყოველთაო ევაკუაციის ისტერიკას ნამდვილად გამოაკლდებოდა და ალბათ კარგსაც იზამდა. წარმოიდგინეთ, მსოფლიო განსაცდელშია, კორეაში კი კიმ ირ სენის ასი წლის თავს აღნიშნავენ და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ემზადებიან. ამ ქვეყანაში დაუშვებლად მიიჩნიეს ამ ფილმის გაშვება, თუმცა, წესით პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან 2012-ში მათი საძულველი ამერიკა და მთელი დასავლური ცივილიზაცია ინგრევა.



ფილმი რომელიც ყაზახი ტელეწამყვანის აშშ-ში სამოგზაუროდ წასვლის შესახებ მოგვითხრობს, რუსეთმა ქვეყნის ყველა კინოთეატრში აკრძალა. მიზეზად კი ყაზახური კულტურის შეურაცხყოფა დაასახელა.

 


ფილმი აკრძალეს სინგაპურში, ტაილანდში, პაკისტანში, ფილიპინებში, ინდოეთში, სოლომონის კუნძულებზე, ჩინეთში, შრი-ლანკასა და ლიბანში. ალბათ გაგიჩნდათ ლეგიტიმური კითხვა - რაღა დარჩა?! როგორც ჩანს, რობერტისა და სოფის თავგადასავალი მხოლოდ იმ ქვეყნებში უჩვენეს სადაც მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის პრევენციაზე ნაკლებად ზრუნავენ და აცნობიერებენ, რომ ეს მხოლოდ კინოა, კინო რომელისთვისაც ცენზურის დაუწესება გაუმართლებელია.

წყარო: www.on.ge

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 17774-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+8
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 93
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7045
ევრო
3.0474
რუბლი
3.9893
ლარი
1