ცოტა რამ ზღვის კუებზე
მარიამი საინტერესო ამბები 2017-02-03 21031 ნახვა

 

თქვენს წინაშეა ყველაზე დიდი მთელს მსოფლიოში, ოკეანეთა ბინადარი- ზღვის კუ. მისი ერთი სახეობა სქელბაკნიანი კუ 682 კილოგრამზე მეტსაც იწონის და ყველაზე დიდია ზღვის ბინადარ კუთა ხუთი სახეობიდან.

 

 

 

ზღვის კუები წყალქვეშ ერთს რoმ ჩაისუნთქავენ,საათზე მეტ ხანს ძლებენ შემდეგ უჰაეროდ.

ისინი ღია ზღვებში ჯგუფ-ჯგუფად დაცურავენ და წელიწადში 1000მილზე მეტის გადალახვაც შეუძლიათ. უმეტესად კუები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ მძინარენი,ესაა მათი საყვარელი მდგომარეობა. J

ზღვის კუს საკბილო მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად მარტოოდენ თევზს გეახლებათ. ხან მიირთმევს წყალმცენარეებს, კიბორჩხალას, მოლუსკს, ხამანწკას, ღრუბელას, კრევეტებს და მედუზებსაც კი.

 

 



ამ გოლიათებზე მწირი ცნობებია, რამდენადაც მათ იშვიათად ნახულობენ და ისიც ზოოპარკებში ან დიდ აკვარიუმებში ოკეანის მახლობლად.

 



რაც შეეხება მათ გამრავლებას: დედალი კუ ოც წუთში დებს 100-150 კვერცხს წინასწარ ამოთხრილ ორმოში, შემდეგ ქვიშით ავსებს და ტოვებს. 60 დღეში იჩეკებიან პატარები, ჩიჩქნიან ქვიშას და ამოდიან ზედაპირზე, სადაც დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. შესაძლოა ამიტომაც ბევრი მათგანი იღუპება, რის ფონზეც კარგია რომ დედალი ამდენ კვერცხს დებს. თუმცა ამ არსებათა რაოდენობა, სამწუხაროდ, მაინც კლებულობს.

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20977-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+32
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 68
32º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.8845
ევრო
3.241
რუბლი
4.5787
ლარი
1