წამების ჩვენების წინააღმდეგი თუ ხართ, მაშინ სექსს რატომ უჩვენებთ ან მის სწავლას რატომ მოითხოვთ
Marie პოლიტიკა 2015-03-19 1830 ნახვა

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერი ირმა ინაშვილი, ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებისთვის ე.წ. წამების კადრების ჩვენების ფაქტს ეხმაურება. განცხადებას ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

 

"ხუთთავიანი გველეშაპი ნიღბებს იხსნის. ხუთიანი რომ სააკაშვილისთვის საკრალური რიცხვი იყო, საიდუმლო არაა. ხალხი ამბობდა,- ხუთთავიანი გველეშაპია და სანამ ხუთივე თავს არ მოჰკვეთ, არ მოგვეშვებაო. ახალმა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა. გველეშაპი გააპარა.მის შვილებს სასათბურე პირობები შეუქმნა. მის თავებს ნიღბის ჩამოცმაშიც დაეხმარა და ხელისუფლების კაბინეტებშიც გადამალა. ჰოდა, ახლა, გველეშაპი ხან სად წამოჰყოფს თავს და ხანაც- სად. მახსენდება ე.წ. კასრების კადრების ჩვენება. წამოიშალნენ გველეშაპისტი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსეპერტები, არასამთავრობო სექტორის მნათობები და ერთხმად გვეუბნებოდნენ,- არაფრით არ შეიძლება საზოგადოებისათვის ამ კადრების ჩვენებაო. ეს საქმე საზოგადოებას დააზიანებსო. ჩვენ კი, საზოგადოებას ვუფრთხილდებითო. თქვე უღმერთოებო, თქვენ და თქვენმა გველეშაპმა რაც საზოგადოება და ქვეყანა დააზიანა, ამაზე მეტს ვინ ან რა დაგვაზიანებს?! კადრები არავის აჩვენოთო, ამას საზოგადოებისადმი თანაგრძნობა კი არ გალაპარაკებდათ, გველეშაპის გადარჩენისთვის იბრძოდით. მისი ბოროტებანის დაფარვა გსურდათ. არა მხოლოდ ქართველ ხალხს უმალავდით ამ სისაძაგლეს, მსოფლიოსაც უმალავდით. თვითგადარჩენისთვის იბრძოდით. ჰოდა, ახალმა ხელისუფლებაც დაგითმოთ. ე.წ. კასრების კადრები ჯამში ასიოდე კაცს აჩვენა და გაჩერდა. ახალი ხელისუფლების ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი მხოლოდ თქვენი მოთხოვნით არაა განპირობებული. ამას თქვენც ითხოვდით, თქვენი უცხოელი მხარდამჭერებიც და მოქმედი ხელისუფლების რიგებში მოკალათებული და ნიღაბს ამოფარებული გველეშაპის თავებიც. ჰოდა, დღეს ისევ იმ გუბეში ვბანაობთ. "ფეისბუქში" 15 წუთიანი ფილმი გავრცელდა. ფილმი, რომელიც გველეშაპის ბოროტებებს ამხელს. ამთვითვე ვიტყვი, რომ მე არც ამ ფილმის შექმნასთან მაქვს კავშირი და არც მის გავრცელებასთან. ფილმი სოციალურ ქსელში ვნახე. ზომიერია, მაგრამ გველეშაპს ამხელს... და კვლავ წამოიშალნენ გველეშაპისტები. არიქა, ამ ფილმს ბავშვები უყურებენო და ეს მათ ზიანს აყენებსო. გველეშაპისტებო, იცით, რა მაინტერესებს?! თქვენ "ფეისბუქში" რა სიბინძურესაც წერთ... დამონტაჟებულ, ყალბ ფოტოებს ავრცელებთ, ადამიანებს იარლიყებს აკერებთ და ტყუილს სიმართლედ ასაღებთ, როგორ გგონიათ, ეს საზოგადოებას და, უპირველესად, ჩვენს შვილებს არ აზიანებს?! ჩვენგან რომ ითხოვთ, ბავშვებს პირველი კლასიდან სქესობრივი ურთიერთობის საფუძვლები ვასწავლოთო... მამა რომ ერთ დღეს შეიძლება დედა აღმოჩნდეს, მათი გონება ამისთვის მოვამზადოთო... მაინტერესებს, ადამიანების წამება და მოკვლა რომ არ შეიძლება და ეს რომ საერთაშორისო საამართლის ქვაკუთხედია, ეს ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ?! მაგრამ რეალობა სხვაა. თქვენ არც ბავშვები გაინტერესებთ, არც ქართველი ხალხი და არც საქართველო. თქვენ საკუთარი თავის გადარჩენა გაინტერესებთ, გველეშაპს რომ თავები არ დააჭრან, ეს გაინტერესებთ. ამიტომაც არ გინდათ ამ ფილმის ჩვენება. ამიტომაც აღშფოთდით ასე... და იმდენად აღშფოთდით, რომ "ქართულ ოცნებაში" მოკალათებულ გველეშაპის თავებსაც კი ჩამოხსენით ნიღბები. მოკლედ, ნიღბების ჩამოხსნის დრო დადგა,"-წერს ინაშვილი.

წყარო: პირველი რადიო

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 22919-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+10
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 46
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9723
ევრო
3.2779
რუბლი
4.6531
ლარი
1