წარმოუდგენელი ნამუშევარი საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები
საინტერესო ამბები 2017-05-31 1445 ნახვა

კაცობრიობამ თითქოს სრულიად შეიმეცნა ხელოვნება სხვადასხვა ფორმითა თუ სახით, ამიტომაც არის, რომ დღესდღეობით ვინმეს რამით გაკვირვება ცოტა რთულია, თუმცა ამ მხატვარმა ეს მოახერხა, დიახ, მან სამყარო გააოცა.
ეს ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის თოჯინებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ნამდვილ, ცოცხალ ადამიანებს. ამ თოჯინებმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. ყველაფერი კი იწყება ჩვეულებრივი ნახატით, რომელზეც გამოსახულია თოჯინის სახის ნაკვთები, მისი ხასიათი და ინდივიდუალიზმი. სპეცილაური ტექნოლოგიის მეშვეობით თოჯინებს აქვთ უნარი მიიღონ ნებისმიერი პოზა, ისევე როგორც ამას ნამდვილი ადამიანები ახერხებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ოსტატი თოჯინის სახეს ანიჭებს. ამ ფოტოზე ის ბევრით არაფრით განსხვავდება სხვა თოჯინების სახისგან, თუმცა ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება.
ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თოჯინის სახისთვის ფერის შერჩევას, ეს სწორედ ის ელემენტია, რომელიც ამ ქმნილებებს ნამდვილი ადამიანის იერ-სახეს ანიჭებს. ტანსაცმელს მხატვარი საკუთარი ხელით კერავს და საამისოდ აბრეშუმს, ბატისტს და მაქმანებს იყენებს, ფეხსაცმელები კი სუფთა ტყავისგან გახლავთ დამზადებული. ტანსაცმელი ძირითადად მე-20 საუკუნის მოდის სტილშია გადაწყვეტილი. ეს კი მხატვარი 
მიხაილ ზაიკოვის საუკეთესო ნამუშევრებია.

 

 



წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 15856-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+27
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 56
27º
18º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.4561
ევრო
2.8363
რუბლი
3.8355
ლარი
1