წყალი და მისი განსაკუთრებულობა
მარიამ კვერღელიძე საინტერესო ამბები 2016-02-17 13282 ნახვა


წყლის მნიშვნელობა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის განუზომელია. არც ერთ პლანეტაზე არ არის იმდენი წყალი, რამდენიც დედამიწაზე. წყალი ყველგანაა ჩვენს ირგვილივ და ჩვენშიც, ჩვენი სხეულის ორი მესამედი წყალია. წყალი და სიცოცხლე განუყოფელია, ამას ,,უკვდავების წყლის" სიმბოლოც ადასტურებს.

 

 

 

წყალი გასაოცარი სითხეა, თუმცა ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მას, რომ ვეღარ ვამჩნევთ მის არაჩვეულებრივ თვისებებს. შეგახსენებთ ზოგიერთ მათგანს:


● ქიმიური სტრუქტურისა და ნივთიერებათა კლასის მიხედვით, რომელსაც წყალი ეკუთვნის, იგი ისეთ დაბალ ტემპერატურაზე უნდა დნებოდეს და დუღდეს, როგორიც საერთოდ არ არის დედამიწაზე, მაგრამ საბედნიეროდ წყალი არღვეს ამ წესს!


● წყლის განსაკუთრებული თვისების - სითბოს შთანთქმის წყალობით ( ერთი ლიტრი წყლის ერთი გრადუსით გასათბობად 3300-ჯერ მეტი სითბოა საჭირო, ვიდრე ერთი ლიტრი ჰაერისთვის ) გათბობისა და გაციებისას მისი ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლება, ამიტომ ზღვის მობინადრეებს არასოდეს ემუქრებათ ზედმატად გადახურება ან მეტისმეტი გაციება.


● წყალი გაყინვის დროსაც ბევრ სითბოს გამოყოფს. ერთ ლიტრ წყალს გაყინვის პროცესში 250 ათასი ლიტრი ჰაერი შეუძლია გაათბოს ერთი გრადუსით. ამიტომ არის, რომ სათბურებში ცივ ღამეებში წყლით სავსე კასრებს დგამენ: იგი იყინება, სითბოს გამოყოფს და ჰაერს ათბობს.


● გაყინვისას წყალი ფართოვდება. ყინული წყალზე მსუბუქია, რადგან მისი კრისტალები დაშორებულია და მათ შორის ბევრი ცარიელი ადგილია. მსუბუქი ყინული ამოდის წყლის ზედაპირზე და მის ქვემოთ წყალს იცავს სითბოს დაკარგვისგან, ამიტომაა რომ არქტიკის ზღვის ცხოველებს ზამთრობითაც კი არ სცივათ.


● აბსოლუტურად სუფთა წყალი ბუნებაში არ არსებობს, მასში ყოველთვის რაღაცაა გახსნილი. თუმცა მეცნიერებმა მოახერხეს და ლაბორატორიულ პირობებში მიიღეს აბსოლუტურად სუფთა წყალი, მისი ზედაპირი იმდენად მაგარი აღმოჩნდა რომ მისი გაწყვეტა ძალიან გაუჭირდათ, თითქოს წყალი კი არა, საუკეთესო ხარისხის ფოლადი ყოფილიყოს.


● წყალს აქვს კაპილარული თვისება, მას შეუძლია ნიადაგის წვრილ კაპილარებში შეღწევა, რათა მცენარეები გამოკვებოს, თუმცა კი ეს დედამიწის მიზიდულობის კანონს ეწინააღმდეგება.


● საინტერესოა რომ წყალი საუკეთესო გამხსნელია ამქვეყნად. ჩვენს სხეულში არსებული ყველა ნივთიერების ხსნარი წყალზეა დამზადებული.


●ცნობილია, რომ უჯრედის 75% წყალია. მედუზას უჯრედებში მაგალითად 90% -ია წყალი. უჯრედში წყლის შემცველობა განაპირობებს მის ფორმასა და მოცულობას. ახალშობილის ორგანიზმი 80%-მდე წყალს შეიცავს, ამიტომ მისი კანი გლუვი, ფაფუკი და უნაოჭოა.

წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1