ხაფანგი ოჯახის გადასარჩენად...
კულტურა 2015-02-26 1946 ნახვა

რისი ყიდვაა შესაძლებელი მუსულმანური აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის - ძველი დამასკოს ისტორიულ ბაზარში? საეჭვოა, რომ ამ ტურისტულ კითხვაზე ერთ-ერთი პირველი პასუხი სექსუალური საცვლები იყოს. ამის მიუხედავად, დამასკოში, ჰამიდიიეის ძველი ბაზრის ლაბირინთებში მთელი რიგი უკავია დახლებს, სადაც ქალის ისეთი სექსუალური და კეკლუცი აქსესუარები იყიდება, რომ თვით მომღერალი მადონაც კი დაფიქრდებოდა, სანამ ინტიმური ყოველდღიურობის ამ ძალზე გამომწვევ საგნებს შეიძენდა!

რის ყიდვაა აქ შესაძლებელი? გამყიდველი მაჰმუდი ამაყად ახდენს დიდი არჩევანის დემონსტრირებას. მაგალითად, მყიდველს სთავაზობს ფერად-ფერად ელექტრონულ ქვედა საცვლებზე, რომლებიც ან უკრავენ მარტივ მუსიკალურ პიესებს, ან რეკავენ ტელეფონის მსგავსად.

თუმცა, არა მარტო ეს. აქ ნახავთ ქვედა საცვლებს, რომლებიც სიბნელეში ციმციმებს ან ანათებს, ხოლო უფრო მეტ ფასადბიუზგალტრებს რომლებიც იხსნება ჩვეულებრვი ტაშის დაკვრით. საცვლები მორთული ბრჭყვიალებით, ზიზილ-პიპილოებით, ბუმბულებით; ტრუსები ელვაზე; აღმოსავლური სტილის ბიუზგალტრები, რომლებიც გვერდებზე იხსნება, როგორც ფარდა და კიდევ ბევრი სხვა რამ...

დახვეწილი გრძნობადობა, რა თქმა უნდა, ძველთაგან არაბული აღმოსავლეთის თვისებად ითვლებოდა. ის, რომ სირიული დახურული ბაზრები ამ თვალსაზრისით ასეთ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ გასაკვირი არ არის. ეგზოტიკური საცვლების ჩუქება პატარძლებისთვისსირიაში უძველეს ტრადიციას წარმოადგენს.

მეგობრები, დეიდები და ნათესავები, ჩვეულებრივ, პატარძალს ასეთ თეთრეულს ჩუქნიან და არა მხოლოდ ქორწილის ღამისა და თაფლობის თვისთვის, არამედ ყოველდღიური ცოლ-ქმრული ცხოვრებისთვისაც. 30 წელს გადაცილებული ქალბატონები ხშირად ისევე სტუმრობენ ცნობილო ბაზრობის ცნობილ დახლებს, ისევე როგორც ახალგაზრდობაში.

ლონდონის ორმა არაბმა მცხოვრებმა რანა სალამმა და მალუ ჰალასმა ცოტა ხნის წინ წიგნიც კი დაწერეს სახელწოდებითსირიული თეთრეულის საიდუმლო ცხოვრბა”. ეს წიგნი მოწოდებულია დაამსხვრიოს სტერეოტიპები და ამავდროულად გადმოსცემს აღმოსავლური გრძნობადობისა და ვნებიანი სიამოვნებების შესახებ. წიგნში მრავალ მოულოდნელობასაც აღმოაჩენ, რომელიც ეფექტურობის მიღმა, შეიძლება ხელოვნების ნიმუშებადაც ჩაითვალოს. ერთ-ერთი ასეთი ნიმუში, ერთის შეხედვით ჩვეულებრივი ბუზგალტერია, რომლისაც თვით ჟან-პოლ გოტიესაც კი შეშურდებოდამავთულის ორი წითელი სპირალი გაწყობილი თეთრი ვარდებით და პლასტმასის პეპლებით...

წიგნი, ისლამში ქალის სექსუალურობის მიმართ დამოკიდებულების ნაკლებად ცნობილ ასპექტს ხსნის. თურმე, ის არ შემოიფარგლება სახის ვუალითა და ჩადრით დაფარვის იდეით. პირიქით, სექსუალურობა ისლამში ყოველმხრივ მისასალმებელიაიმ პირობით, რომ საუბარია ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე.

შარიათის თანახმად, სექსუალური თვალსაზრისით დაუკმაყოფილებლობა გაყრის კანონიერ მიზეზს წარმოადგენს. ამასთანავე, მთელი ეს გამოგონებაადგილობრივი, სირიული წარმოშობისაა! დამასკოს შეიჰ საადის რაიონში თეთრეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელოსნოში მღვდელმსახურებას მისი პატრონი ეწევა.

მისი მუშაობის მოხერხებულობა და სიმარჯვე უბრალოდ გასაოცარიაძველი საკერავი მანქანიდან გამოდის წითელი აბრეშუმის ბუზღალტერები და ტრუსი-სტრინგები. შემდეგ ეს ყველაფერი წითელი ბუმბულებით, ხელოვნური ყვავილებით და მუსიკალური მოწყობილობებით ლამაზდება.

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26010-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+21
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 1
21º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2059
ევრო
3.756
რუბლი
4.0976
ლარი
1