ჯონ ლენონი და იოკო ონო
თაკო კულტურა 2015-07-08 9368 ნახვა

 

 

 

მეგობრები მათ 70-იანების რომეოსა და ჯულიეტას ეძახდნენ. არაკეთილმოსურნეები კი მას ქალის სხეულში ჩასახლებული დემონს უწოდებდნენ. კაცს კი უსუსურ მსხვერპლს. იოკო ონოსა და ჯონ ლენონის ცხოვრება არაერთგვაროვანი იყო.

 

ის...

 

იაპონელი ავანგარდისტი მხატვარი იოკო ონო, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობისდა მიუხედავად , ყოველთვის უცხო, ამოუცნობ, უცნაურ ადამიანად რჩებოდა. შეძლებული ბანკირის ქალიშვილი ბავშვობიდან აშშ-ში ცხოვრობდა. ოცნებობდა ოპერის მომღერლობაზე. გამუდმებით ისწრაფოდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის ბარიერების დაძლევაზე, მაგრამ არცერთ მხარეს მისი არ ესმოდა. იოკო მარტოსული იყო. მის თანატოლებს ფულის გამო იგი არ უყვარდათ, ოჯახისწევრებს კი ღარიბებთან მისი მეგობრობის სურვილი არ ესმოდათ.

 

 

 

იოკოს ოჯახი

 


«ოკეანის შვილი» (ასე ითარგმნება მისი სახელი) კონცეპტუალური ხელოვნებისაკენ იხრებოდა. თუ მაშინ კრიტიკოსები აცამტვერებდნენ არშემდგარი ოპერის მომღერლის ხელოვნებას, ახლა ის თანამედროვე ავანგარდის მატერიად ითვლება.
ჯონ ლენონთან შეხვედრამდე იოკო 2- ჯერ იყო დაქორწინებული. პირველად 23 წლის ასაკში იაპონელ კომპოზიტორზე ტოში იტიანაგიზე იქორწინა . მაგრამ მათი ურთიერთობა არ აეწყო და მალე განშორების შემდეგ იოკო ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მოხვდა. მეორე ქორწინება ჯაზის მუსიკოსთან ენტონი კოკსთან შედგა. ხალხი იოკოს შეუხედავს უწოდებდა, მაგრამ როგორც ჩანს მამაკაცები ასე არ თვლიდნენ. მას უამრავი თაყვანისმცელემელი ჰყავდა. ენტონიც მათ რიგებში შედიოდა. ონოსა და კოკის ურთიერთობა სხვებისას არ ჰგავდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს მოკვლითაც კი ემუქრებოდა ღალატის ან დაშორების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, მათი ქორწინება მშვიდობიანად დასრულდა. იოკოს ენტონთან ქალიშვილი კიოკო შეეძინა. მიუხედავად 2 წარუმატებელი ქორწინებისა, იოკოს მაგნიტიზმი არ დაუკარგავს, ის შემდგომშიც განაგრძობდა მამაკაცების ცდუნებას.

 

 

 

იოკოს პირველი მეუღლე - ტოში. 

 

 

 

იოკო მეურე მეუღლესთან, ენტონთან ერთად. 

 

 

ის...

 

მსოფლიო აღიარების, ფანების არმიის, დიდი ფულის მფლობელი ჯონ ლენონმა იოკოსთან შეხვედრამდე მოასწრო მობეზრებოდა არამხოლოდ «The Beatles», -თან დაკავშირებული ხმაური, არამედ პირადი ცხოვრებაც. იოკოსთან შეხვედრამდე ჯონი უკვე სვამდა, ღალატობდა და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობდა. თუმცა ყველაფერი ასე სევდიანად არ დაწყებულია.

 

 

 

 

 

ლენონმა მომავალი მეუღლე,, სინტია სამხატვრო კოლეჯში სწავლისას გაიცნო. ის ხულიგანი იყო, სინტია კი სამაგალითო მოსწავლე.ასეთი განსხვავებისდა მიუხედავად მასთ ერთმანეთი მოეწონათ, თუმცა წყვილის რომანი სერიოზული არ იყო, მანამ სანმ ლენონმა არ შეიტყო, რომ სინტია მისგან ფეხმძიმედ იყო. ლენონმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დაქორწინდა მომავალი შვილის დედაზე. ამის შემდეგ ცოლ-ქმრის ცხოვრება განსხვავებული დინამიკით წარიმართა. ჯონმა უსაზღვრო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა, სინტია კი სამაგალითო სტუდენტისაგან, სამაგალითო დედად და მეუღლეთ გადაიქცა. ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა სანამ ლენონი იოკოს გაიცნობდა.

 

 

სინტია და ჯონი 

 

 

 

ისინი...

 

ჯონი და იოკო 1966 წლის 9 ნოემბერს , ამ უკანასკნელის სამხატვრო გამოფენაზე შეხვდნენ ერთმანეთს. ლენონი გამოფენის სანახავად თავდაპირველად დიდი სურვილით არ იწვოდა, თუმცა მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა გამოფენაზე წასვლა. ლენონი იქ იმ დროს ზუსტად გამოფენის გახსნის დრო მოხვდა. ნანახით გაოგნებული ჯონი უმალ მოიხიბლა მონათესავე სულის აღმოჩენით. სწორედ იმ დროს მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ გაუგებდა. აი ასე გადაეშვა ლენონი პრობლემათა მორევში.

 

«საკუთარი თავით უკმაყოფილო ვიყავი. ვჭამდი და ვსვამდი როგორც ღორი. როკ-ენ-როლის ძერსკი ვარსკვლავი უცებ შეშინებული ბიჭუნა გავხდი და მე დავიწყე დამხარების ძახილი»

 

 

 

 

 

 

 



იოკოსა და ჯონის რომანი გაცნობის დღიდანვე დაიწყო.ამ ყველაფერმა გამოიწვია ლენონის სინტიასთან განშორება, და 1969 წლის 20 მარტს ონოსთან დაქორწინება. მათი რომანი ზღაპარს გავდა. თუმცა «The Beatles» ჯგუფის წევრები ხედავდნენ, რა როგორ ახდენდა იოკო ჯონზე გავლენას დიდად არ სიამოვნებდათ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქალი ჯონს სულ უფრო და უფრო აშორებდა ბიტლზებისაგან. ჯგუფის წევრებს არ სურდათ უარი ეთქვათ იმ თავბურდამხვევ წარმატებაზე, რომელიც მათ ხვდათ წილად, თუმცა ჯონმა ჯგუფს იოკო არჩია და ამით ბითლზად ყოფნას წერტილი დაუსვა.


«ჩემ ცხოვრებაში ორი აღმოჩენა იყო- პოლი და იოკო. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. »

 

მოგვიანებით იოკო და ჯონი ერთმანეთს უთანხმოების გამო დაშორდნენ, თუმცა 1975 წლის თებერვალში კვლავ შერიგდნენ. იმავე წლის 9 ოქტომბერს იოკომ ჯონს შვილი აჩუქა.


«ის ჩემი ყველაზე დიდი სიამაყეა. დიახ მე მივატოვე მუსიკა და ბავშვის საფენებში ჩავერთე, და ეს ძალიან მსიამოვებს! რა კარგია, რომ მე და იოკომ ვერ მოვახერხეთ დაშორება!»

 

 

 


ამ ისტორიას ჰეფი ენდი არ აქვს. 1980 წლის 8 დეკემბერს ჯონი მოკლეს. ლენონმა ახალგაზრდობაშივე თიტქოს იწინასწარმეტყველა სიკვდილი. ‘'ალბათ ვინმე სულით ავადმყოფი მომკლავს'' მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მან ყველა მცველი დაითხოვა. ჯონი სიცოცხლეს საკუტარმა ფანმა გამოასალმა და ამით იოკოსა და მის ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაუსვა. ჯონის გარდაცვალების შემდეგ იოკო იხსენებდა ჯონის სიტყვებს:

 

‘'სიკვდილი არ არსებობს, ის ერთი მანქანიდან მეორეში გადასვლას გავს.''

 

 

 

 

შონი და იოკო 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21214-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1