ჰიუ ლორი
ანა მათიაშვილი კულტურა 2015-06-09 3189 ნახვა

 

 

1. ჰიუ ლორი პროფესიას იცვლის.

1996 წელს ჰიუს პირველი რომანის "იარაღებით მოვაჭრის" გამოსვლის შემდეგ, მსახიობმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მორიგი როლი.  ორირომანის ავტორმა და უკვე პოპულარულმა ჰიუ ლორიმ მუსიკისადმი სიყვარულიც გაიხსენა: "მუსიკა ყოველთვის იყო ჩემთვის დიდი ნუგეში. ზოგადად, ეს ნიღბის მოხსნას და საკუთარი თავის გაშიშვლებას გავს", - განაცხადა მსახიობმა.

2. მრავალ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს.

სკოლაში დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა ისწავლა, იყო ჯგუფ Band from TV-ს ვოკალისტი და პიანისტი, თუმცა, მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. "ჰარმონიკა, საქსოფონი, ფორტეპიანო, გიტარა...მას ნამდვილი მუსიკალური ნიჭი აქვს!", - განაცხადა ლორის საუკეთესო მეგობარმა, ბრიტანელმა მსახიობმა სტივენ ფრაიმ.

3. ქალურად იცვამდა.

კომედიურ ჟანრში ჰიუმ პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც BBC 2-ზე სტივენთან ერთად "ფრაისა და ლორის შოუ" მიჰყავდა. ვირტუოზი მსახიობი ამ შოუში ქალის სამოსით გამოდიოდა. 

4. მსუქანი იყო.

"ოდესღაც, როგორც მინიმუმ, ახლანდელზე ორჯერ დიდი ვიყავი", - განაცხადა ლორიმ. იმისათვის, რომ წონა წესრიგში მოეყვანა, ჰიუ თავდაუზოგავად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში.

5. გულმავიწყია.

"დიახ, დიახ, მე საშინელი მეხსიერება მაქვს. სწორედ ამიტომაა, ყოველთვის ერთსა და იმავე რომანს რომ ვკითხულობ", - იხუმრა მსახიობმა.

6. ოპრა უინფრიზე "ძლიერია".

2011 წელს ჰიუ ლორი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც მსახიობი, რომელსაც ტელეეკრანთან ყველაზე დიდი აუდიტორიის მოზიდვა შეუძლია. სერიალმა ბრაზიან, ბუზღუნა, თუმცა გენიალურ ექიმ ჰაუსზე მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით, ოპრა უინფრის ლეგენდარული შოუ Universal Channel დაჩრდილა. "ექიმი ჰაუსი" ამ მაჩვენებლით ახლაც ლიდერობს.

7. დეპრესიულია.

საოცარი იუმორის გრძნობის მიუხედავად, ჰიუ ლორი ფსიქოთერაპევტის მუდმივი კლიენტია, რომლის დახმარებით დეპრესიას უმკლავდება.

" 96 წელს, როდესაც ავტოავარიის შემსწრე გავხდი, დეპრესიაში ჩავვარდი. ვერაფერს ვგრძნობდი გარდა მოწყენილობისა. დამეთანხმებით, ეს არ არის აფეთქებული ავტომობილის დანახვით გამოწვეული ადეკვატური რეაქცია", - იხსენებს ვარსკვლავი.

8. სანიმუშო მეოჯახეა.

მსახიობის ქორწინება თეატრის ადმინისტრატორ ჯო გრინთან უკვე 23 წელია გრძელდება. ახლა კინოსამყაროში ძალებს მათი შვილები - ჩარლი, ბილი და რებეკა ცდიან.

9. კერპად საკუთარი მამა მიაჩნია.

"ის იყო ყველაზე სასიამოვნო პიროვნება დედამიწაზე", - აცხადებს მსახიობი. მამამისი, რენ ლორი ცნობილი ექიმი და სპორტსმენი იყო. მან 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნიჩბოსნობაში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. მამის გავლენით, ჰიუ ბავშვობაში გატაცებული იყო ნიჩბოსნობით. 

10. გიჟდება მოტოციკლზე

"ჰაუსის" გადაღებების დროს, ლოს ანჯელესში, 9 თვის განმავლობაში ჰიუს არა მხოლოდ ოჯახი, არამედ საყვარელი მოტოციკლიც ენატრებოდა. მსახიობი ვერაფრით შეელია "საუკეთესო მეგობართან" განშორებას და აშშ-ში ახალი მოტოციკლი Triumph Bonnevill-ი შეიძინა


წყარო/Source: ambebi.ge

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21448-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+20
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 20
20º
10º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1