“Kids go for free”
მოგზაურობა 2016-08-19 3085 ნახვა

''ბავშვები მგზავრობენ უფასოდ''

"Kids go for free"

 

12 წლამდე ბავშვები flydubai-ს მეშვეობით დუბაის შოპინგ ფესტივალზე უფასოდ იმგზავრებენ

 დუბაის ინოვაციური, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე. ამჯერადაც ავიაკომპანია სპეციალურ აქციას ''ბავშვები მგზავრობენ უფასოდ'' სთავაზობს ქართველ ოჯახებს. flydubai-ს სპეციალური შეთავაზების მიზანია მგზავრებს შესაძლებლობა მიეცეთ დუბაიში უფრო ხშირად იმოგზაურონ. ახალი პრომო აქცია ასევე მიზნად ისახავს  ქალაქ დუბაის, როგორც წამყვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას. 2013 წლის 4 იანვრიდან 4 თებერვლამდე ქართველ ტურისტებს უფრო მეტი შესაძლებლობა  ექნებათ  დუბაის შოპინგ ფესტივალის დროს ოჯახებით იმოგზაურონ და დაისვენონ დაუვიწყარ დუბაიში.

2,5 საათიანი ფრენის დროს ყველა ასაკის მგზავრს საშუალება ექნება flydubai-ს 800 საათიანი ფილმოთეკით ისარგებლოს, რომელიც თავისი კლასის ავიაგადამზიდავებთან შედარებით ყველაზე მეტ ფილმს, სატელევიზიო პროგრამას, თამაშს და აუდიო ჩანაწერს მოიცავს.



flydubai-მ თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულება 2011 წლის 4 ნოემბრიდან დაიწყო და პირველი ავიაგადამზიდავი გახდა, რომელმაც გაერთიანებულ არაბეთის საემიროებსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისი დანიშნა. ფრენების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ახალ მიმართულებაზე მოთხონა კიდევ უფრო იზრდება:

  • 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით თბილისის მიმართულებით flydubai-ს მგზავრთა საერთო რაოდენობამ 114%-ით მოიმატა.
  • ამავე მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადის 185%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2011 წლის ნომებრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვით. ( წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით).


    მნიშვნელოვანია ისიც, რომ დუბაი ძალიან სწრაფად გადაიქცა ქართველებისთვის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად. დუბაი ქართველ ტურისტებს  იზიდავს მისი უსასრულო ქვიშის სანაპიროებით და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობით - ბურჯ ხალიფათი. რაც მთავარია, ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ flydubai-ს პირდაპირი რეისებით, შეღავათიანი და დაბალი ტარიფებით და დროულად შესრულებული რეისის ხარჯზე დაზოგონ დრო, რომელსაც სასიამოვნო დასვენებისთვის გამოიყენებენ.


flydubai მგზავრებს არა მხოლოდ თბილისი-დუბაის მიმართულებით აძლევს მგზავრობის საშუალებას, არამედ აკავშირებს მათ ისეთ ეკზოტიკურ მიმართულებებთან, როგორიცაა კოლომბო (შრილანკა) და  მალდივის კუნძულები.


flydubai-ს მომსახურეობის მარტივი მოდელი გააჩნია, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ სერვისის საფასურს, რომელიც მას სჭირდება. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს სხვადასხვა გასართობი საშუალებითაც შეუძლიათ ისარგებლონ. მათ საშუალება აქვთ აირჩიონ სხვადასხვა საკვების თუ გამაგრილებელი სასმელებისგან შემდგარი მენიუ და Duty Free-ს მრავალფეროვანი პროდუქცია.


ბილეთების შეძენა flydubai.com ინტერნეტგვერდის, ქოლ ცენტრის (+971 4 231 1000) ან გენერალური დისტრიბუტორი კომპანია დუბაი ჯის მეშვეობით შეგიძლიათ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +99532 2400808, +99532 2400909.

 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21429-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 31
26º
16º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9759
ევრო
3.286
რუბლი
4.6659
ლარი
1