”ავიაგამანადგურებელი” საავტომობილო ტრასაზე
დავით ჩუბინიძე ავტო 2015-02-26 2001 ნახვა

ამერიკული კომპანია ”215 Racing”-ი 2000 ცხძ-იანი სუპერქარის წარმოებას გეგმავს. ის ახალი ბრენდის, Mostro Di-Potenza-ს სახით და ახალი სახელით-SF22-ით  გაიყიდება.  ფირმის ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, ავტომობილის დასახელებაში ციფრები ავიაგამანადგურებელ F22-თან  უნდა იყოს ასოცირებული, ხოლო აბრევიატურა SF, ორი სიტყვის  Street Fighter-ისკომბინაცია, რაც  „საგზაო მებრძოლს“ ნიშნავს.

ავტომობილის გარეგნობა ორმა დიზაინერმა დანიელ ჩინჩილამ და ალბერტ ფერნანდესმა შეიმუშავეს სპეციალურ კონკურსზე, რომელიც 2009 წელს გაიმართა. კონკურსი Lamborghini-მ დააფინანსა. მაშინ, კონსტრუქტორებმა საკუთარ მანქანას Lamborghini Indomable უწოდეს და ბოლო ორი წლის მანძილზე მის გარეგნობასა და ავტომობილის წარმოებაზე უფლება Design 4 Motion-ს ჰქონდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ეს უფლება სწორედ ამერიკულმა ”215 Racing”-მა გამოისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამაც ამგვარი სუპერქარის წარმოება განიზრახა.

 

სიახლის სიგრძე 4460 მმ-ი იქნება, სიგანე-1905 მმ-ი, სიმაღლე კი-1230 მმ-ი. თვლების ბაზა 2650 მმ-ის ტოლია. უკანაამძრავიანი, შუაძრავიანი სუპერქარი კარბონის მონოკოკს, ნახშირპლასტიკისა და კევლარის ძარის დეტალებს მიიღებს. აგრეთვე, General Motors-ის 9.4 ლიტრიან, 8 ცილინდრიან, ბიტურბო ძრავას, რომლის სიმძლავრე 2000 ცხძ-ა იქნება, მაქსიმალური ბრუნთა მომენტი კი 2700 ნმ-ს გადააჭარბებს.

ძრავასთან შეხამებულად იმუშავებს 6 საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ვარაუდობენ, რომ Mostro Di-Potenza SF22-ის აჩქარება 96 კმ/სთ-მდე 2.5 წმ-ში მოხდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 426 კმ/სთ-ი იქნება.


ახალი სუპერქარის მხოლოდ 50 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავენ. მანქანაზე შეკვეთებს 2012 წლიდან მიიღებენ, ავტომობილი კი 950 000 დოლარი ეღირება.


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 26254-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 1
24º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
3.2202
ევრო
3.8137
რუბლი
4.2174
ლარი
1