”ჰიუნდაი” ინდოეთში იაფფასიანი ”ეონ-ის” გაყიდვას იწყებს
სალო ავტო 2016-03-31 3053 ნახვა


”ჰიუნდაი” ინდოეთის ბაზარზეც იწყებს დიდ თამაშს - კორეულმა კომპანიამ საქალაქო ავტომობილი ”ეონი” წარმოადგინა. ესაა ხუთკარიანი ჰეჩბეკი, რომელიც ყველაზე პატარაა ”ჰიუნდაის” სამოდელო გამაში ყველაზე პატარა ავტომობილია. ის ინდური ბაზრისთვის, კორეაშია შექმნილი და ინდოეთში გამოუშვებენ. მსოფლიოს მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ბაზარზე, ”ეონმა” კონკურენცია, იმ ბაზრის ბესტსელერ ”სუძუკი-მარუტი ალტოს” უნდა გაუწიოს.

”ჰიუნდაი ეონ-ის” გაბარიტებია: სიგრძე 3 495 მილიმეტრი, სიმაღლე 1 500 მილიმეტრი, სიგანე 1 500 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2 380 მილიმეტრი. ამგვარად, ეს ავტომობილი ოდნავ პატარაა ამ დღეისთვის კორეული კომპანიის ყველაზე მცირეგაბარიტიან ავტომობილ i10-ზე.

პატარა ჰეჩბეკი ”ჰიუნდაის” ნამიანის (სამხრეთ კორეა) კვლევის და განვითარების ცენტრშია შემუშავებული. მისი გარეგნობა კომპანიის ეგრეთ წოდებულ ”ფლუიდიკ სკალპჩას” (თხიერი სკულპტურა) სტილს შეესაბამება. თუმცა, მცირე გაბარიტების გამო, იმდენად პატარა კაპოტი აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ეგრეთ წოდებულ ერთმოცულობიან ავტომობილად, ანუ მიკროვენად.

ხუთადგილიანი ავტომობილი ბენზინის 0.8-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ის 56 ცხენის ძალას და 74.5 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს ძრავი იმდენად ეკონომიურია, რომ ავტომობილს ერთი ლიტრი საწვავით 21.1 კილომეტრს გადის, რაც 100 კილომეტრზე 4.7 ლიტრის ტოლფასია. ძრავს უწყვილდება ხუთსაფეხურიანი მექანიკური კოლოფი, რომელიც მაბრუნ ძალას წინა წამყვან ბორბლებს აწვდის.

ინდოეთში ”ეონ-ის” საბაზო ვერსია 5 515 დოლარის ტოლფასი ღირს, ტოპვერსია კი 7 595 დოლარად იყიდება. ”ჰიუნდაი” იმედოვნებს, რომ ინდურ ბაზარზე წლიურად დაახლოებით 150 000 ”ეონ-ის” გაყიდვას შეძლებს.

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1