”ჰიუნდაი” 10-საფეხურიან გადაცემათა კოლოფს დაამზადებს
სალო ავტო 2016-01-07 2606 ნახვა



”ჰიუნდაი” 10-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობს, რომელსაც თავის და მის ჯგუფში შემავალი ”კიას” ლუქსის კლასის ავტომობილებზე გამოიყენებს. ჯგუფის პრეზიდენტმა პარკ სეონ ჰიონმა ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ტრანსმისია მზად 2014 წელს იქნება და მას ისეთ ავტომობილებზე გამოიყენებენ, როგორებიცაა ლუქსის კლასის სედანები - ”ჯენეზისი” (ფოტოზე) და ”ეკუსი”.

ბოლო წლებში, ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტსაფეხურიან ტრანსმისიებს იყენებენ, რისი მიზანიც, საწვავის ხარჯის შემცირება და გამონაბოლქვზე გამკაცრებული სტანდარტების დაკმაყოფილებაა. ეს განცხადება იმასაც მოასწავებს, რომ ”ჰიუნდაი” მომავალშიც გააგრძელებს ახალი ტექნოლოგიების საკუთარი ძალებით შემუშავებას, რასაც მისი განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.

სულ ახლახანს, ”ჰიუნდაიმ” სედანებზე ”ჯენეზისსა” და ”ეკუსზე” 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის დაყენება დაიწყო, რომელიც ასევე საკუთარი შემუშავებულია. ეს კოლოფი 3.8-ლიტრიან V6, ასევე 4.6 და 5.0-ლიტრიან V8 ძრავებთანაა შეწყვილებული, რომლებიც შესაბამისად, 290, 373 და 429 ცხენის ძალას ავითარებენ.

ცნობისათვის, 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია გერმანულ კომპანია ZF-საც აქვს შემუშავებული, რომელსაც ”ბეემვე”, ”როლს როისი”, ”ბენტლი” და ”აუდი” იყენებენ. ამ კოლოფით მალე თავის ავტომობილებს ”კრაისლერიც” დააკომპლექტებს. გრადა ამისა, ZF-მა ახლახანს გამოაცხადა, რომ შემუშავების სტადიაშია 9-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც წინაამძრავიანი (ძრავის განივი განლაგებით) ავტომობილებისთვის იქნება განკუთვნილი. პირველი ამ კოლოფს ”კრაისლერი” მიიღებს.

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1