„თხევადი სიზუსტე“ - შემდეგი „სონატასთვის“
სალო ავტო 2016-01-01 2055 ნახვა



„ჰიუნდაი“ შესაშური ტემპებით ვითარდება და ეს პროცესი, მის გაყიდვებზე პირდაპირ აისახება. რაც მთავარია, მყიდველის ლოიალობის მაჩვენებელიც განუხრელად მატულობს, რაც კორეულ კომპანიას მოპოვებული პოზიციების დიდი ხნით შენარჩუნებაში დაეხმარება.

თუმცა, „ჰიუნდაის“ ეს სრულებით არ აკმაყოფილებს და არც მიღწეულს სჯერდება. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ისაა, რომ კორეელები მუდმივად ავითარებენ საკუთარი დიზაინის საბაზო სტილს, რომელიც „თხევადი სკულპტურის“ სახელითაა ცნობილი.

„ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია „თხევადი სკულპტურის“ ერთ ადგილზე გაჩერებას არ აპირებს და რომ ეს სტილი, დროთა განმავლობაში, ბაზარზე ახალი და განახლებული ავტომობილების გამოჩენის პარალელურად განვითარდება.

„მალე ნახავთ, რომ „სანტა ფე“ (ფოტოზე) თქვენს თვალწინ უფრო დასრულებულ სახეს მიიღებს. ჩვენი სტილის განვითარების შემდგომ ეტაპს ჩვენ „თხევად სიზუსტეს“ ვუწოდებთ და მას მალე ახალ ავტომობილებზე იხილავთ. შესაძლოა, ამ სტილში ზოგიერთი დეტალი დამცრობილი გეჩვენოთ. ამას პირველად შემდეგ „სონატაზე“ იხილავთ, რომლის დიზაინის განვიტარებაც, მისი წარმატებულობის გამო, შეჩერებული იყო“, - ამბობს კრაფჩიკი.

მანვე განაცხადა, რომ შემდეგ „ჯენეზისს“ მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიითაც შესთავაზებენ. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას წელსვე ვიხილავთ (ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე). შემდეგი ეტაპია „სონატას“ გაუმჯობესება, რათა ამ ავტომობილმა „ბეემვეს“ მე-3 სერიასთან კონკურენცია შეძლოს.

კრაფჩიკმა ასევე განაცხადა, რომ მალე მისი კომპანია მყიდველს პრემიუმ ქროსოვერს შესთავაზებს. სამაგიეროდ, კორეული კომპანიის გამის კაბრიოლეტით, მინივენით, ან პიკაპით შევსება ჯერ არ იგეგმება. ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც კომპანია წარმოების მოცულობის გაზრდას გადაწყვეტს.

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1