„კარიტასი“ შინმოვლის ფასიან მომსახურებას იწყებს
საინტერესო ამბები 2018-11-27 284 ნახვა
"საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის ფასიან მომსახურებას იწყებს
საქართველოში დაახლოებით 185 000 ადამიანი გრძელვადიან ზრუნვას და მკურნალობას - შინმოვლას საჭიროებს. შესაბამისი მონაცემები 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებშია ასახული. სახელმწიფო ფრაგმენტულად აფინანსებს სხვადასხვა ჯანდაცვის და სოციალური დახმარების პროგრამებს, ხოლო შინმოვლის მომსახურება არ შედის არც ერთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში.
დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. სერვისს მიღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიციური მომსახურების მისაწოდებლად, ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის ფასიან მომსახურებას ნერგავს.
როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში შინმოვლის სერვისით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს (კარიტასი ერთ პროცენტს ფარავს), დანარჩენი კი კვალიფიციური სერვისის მიღმა რჩება - მათ მომსახურებას უწევენ ოჯახის წევრები ან მომვლელი, რასაც თან ერთვის არასათანადო სერვისი და მომსახურების დაბალი ხარისხი.
მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად „საქართველოს კარიტასში“ მოქმედებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მკურნალობისა და ზრუნვის თანამედროვე მეთოდების შესწავლის მიზნით, რომელიც გერმანელი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. 

ექთნები იღებენ განათლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა, 
კინესთეტიკა, რეაბილიტაცია. გარდა ამისა, „კარიტასი“ ახორციელებს საექთნო განათლების მხარდაჭერის პროექტს, რომელიც როგორც საექთნო პროგრამის სრულყოფას,
ისე სტუდენტების სწავლებას ითვალისწინებს.
წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 18107-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+9
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 66
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.6682
ევრო
3.0324
რუბლი
3.9852
ლარი
1