„ჩვენი ენერგეტიკის ინვესტორების ჩამოთვლისას მე განგებ არ დავასახელე რუსული კომპანიები“
პოლიტიკა 2015-11-16 1447 ნახვა

რუსულ გამოცემა „პერეტოკთან“ ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, თბილისში „Интер РАО“ ქართული ქსელური კომპანია „თელასის“ ყველაზე მსხვილი აქციონერია.
„ჩვენი ენერგეტიკის ინვესტორების ჩამოთვლისას მე განგებ არ დავასახელე რუსული კომპანიების ჯგუფი „Интер РАО“, რადგანაც ის არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცალკე განხილვას იმსახურებს. ამ ჯგუფთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. თბილისში „Интер РАО“ არის ქართული ქსელური კომპანია „თელასის“ ყველაზე მსხვილი აქციონერი. მან სერიოზული ინვესტიცია ჩადო ქსელის განვითარებაში და ფაქტიურად დედაქალაქის მოსახლეობისთვის დისტრიბუციის ქსელი შექმნა. ეკონომიკისთვის ეს კი არის 500 ათას მომხმარებელზე მეტი. ენერგეტიკის და წყალმომარაგების ნაციონალური კომისიის მონაცემების მიხედვით „Интер РАО“ ქვეყნის ენერგეტიკაში 2000 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს. ინვესტიციები, 2000 წლიდან შეიცავს გენერაციებს (ჰესები და თესები), 2003 წლიდან კი ელექტროენერგიის გადანაწილება ხდება ქვეყნის შიგნით („თელასი“). განხორციელებული ინვესტიციების საერთო რაოდენობამ 2000 წლიდან დღემდე 400 მილიონი ლარი შეადგინა. „Интер РАО“–ს შემადგენლობაში შემავალ, საქართველოში განლაგებულ 3 ელექტროსადგურს, აქვს 820 მვტ–ზე მეტი სიმძლავრე და არსებითი წვლილი შეაქვთ ჩვენს ენერგეტიკაში. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ იმ 8 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, ჩვენ რუსეთიდან შესყიდვების ხარჯზე „Интер РАО“–ს შესაძლებლობების გამოყენებით კომპენსირებას ვაკეთებთ. რუსეთიდან იმპორტის მოცულობამ იანვრიდან სექტემბრამდე 264 მლნ. კვტ.ს შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რაც შეეხება სხვა რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას, რეალური მოქმედებები არ არის, მაგრამ მომავლისთვის თუ რაიმე სიახლე ინქება ამ მხრივ, ამას მხოლოდ მიესალმება. „რაც შეეხება სხვა რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას, შემიძლია გითხრათ, რომ არის საერთო კომპანია სს გაერთიანებული ელექტროსისტემა „საქრუსენერგო“. კიდევ არის კონტაქტები „РусГидро“-სთან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს კონტაქტებია. რეალური მოქმედებები არ არის, მაგრამ „РусГидро“-ს კოლეგების დელეგაცია იყო ჩამოსული. დაინტერესებული იყვნენ ჩვენი პროექტებით. ვნახოთ, შეიძლება რაიმე ამოირჩიონ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა კალაძემ.

 


 

 

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21197-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 19
34º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9354
ევრო
3.2583
რუბლი
4.4507
ლარი
1