„წლის საუკეთესო ავტომობილის“ წოდების 34 პრეტენდენტი
მა_სა_სო_ქე ავტო 2016-04-24 4063 ნახვა

 

მომავალი წლის ევროპის საუკეთესო ავტომობილის კონკურსმა ოფიციალურად აიღო სტარტი. კონკურსის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს იმ 34 ავტომობილის სია, რომლებსაც ამ მეტად საპატიო წოდების დაუფლების რეალური შანსი აქვთ. ამ სიაში ის ავტომობილები შევიდა, რომელთა წარმოებაც კომპანიებმა ბოლო წლის განმავლობაში დაიწყეს.

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობა სწორედ ისაა, რომ ავტომობილის წარმოება ახალი დაწყებული უნდა იყოს. მეორე პირობით, წლიური წარმოება არ უნდა იყოს 5000-ზე ნაკლები. ამასთან, ავტომობილი უნდა იყოს ახალი თაობის მოდელი და არა არსებულის მოდიფიცირებული ვერსია.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პირვანდლ სიაში შეტანილი 34 ავტომობილიდან, შვიდი საუკეთესო შეირჩევა, რომელთა შორისაც ჟიური წლის საუკეთესოს შეარჩევს. ფინალისტების სია დეკემბერში გამოქვეყნდება.

ჟიურიში, ევროპის 22 ქვეყნის 58 ჟურნალისტი შედის. მათი შერჩევა, შესაბამისი ქვეყნის საავტომობილო ბაზრის ზომის და საავტომობილო ინდუსტრიაში, ამ ქვეყნის მნიშვნელობის შესაბამისად ხდება. ამიტომ, ზოგი ქვეყნიდან, ჟიურიში რამდენიმე ჟურნალისტია წარმოდგენილი, ზგიდან კი - თითო. მაგალითად, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ბრიტანეთს და ესპანეთს, ექვს-ექვსი წევრი ჰყავთ. ჟიურის ყოველ წევრს, გასანაწილებლად 25 ქულა ეძლევა. ეს ქულები მან მინიმუმ ხუთ ავტომობილს შორის უნდა გადაანაწილოს. ამასთან, ერთ ავტომობილს 10 ქულაზე მეტს ვერ დაუწერს.

კონკურსი წლის საუკეთესო ავტომობილი, შემდეგმა გამოცემებმა დააფუძნეს: „აუტო“ (იტალია), „აუტოქარი“ (ბრიტანეთი), „აუტოპისტა“ (ესპანეთი), „აუტოვიზი“ (ჰოლანდია), „ლ’აუტომობილ მაგაზინ“ (საფრანგეთი), „შტერნი“ (გერმანია) და „ვი ბილაგარე“ (შვედეთი).

 

კონკურს „2013 წლის საუკეთესო ავტომობილის“ ნომინანტები

აუდი A3, ბეემვე მე-3 სერია, შევროლე მალიბუ, დაჩია ლოჯი, ფიატ 500L, ფორდ B-მაქს, ჰონდა CR-V, ჰიუნდაი i30, ჰიუნდაი სანტა ფე, კია სიი’დ, კია ოპტიმა, ლანჩა ფლავია, მაზდა6, მერსედეს-ბენც A-კლასი, მერსედეს-ბენც SL, მიცუბიში აუტლანდერი, მიცუბიში ASX/სიტროენ ეარქროსი/პეჟო 4008, ოპელ/ვოქსოლ ადამი, ოპელ/ვოქსოლ მოკა, პეჟო 208, პორშე ბოქსტერი, რენო კლიო, შკოდა რეპიდი/სეატ ტოლედო, სმარტ ED, სუბარუ იმპრეზა, სუბარუ XV, სუბარუ BRZ/ტოიოტა GT86, ტატა ვისტა, ტოიოტა აურისი, ტოიოტა პრიუს პლაგ-ინ, ტოიოტა პრიუს პლას, ფოლკსვაგენ გოლფი, ვოლვო V40, ვოლვო V60 პლაგ-ინ

 

 

 

ჰიუნდაი i30


 

 

 

ჰიუნდაი სანტა ფე

 

 

 

 


 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1