„ჰიუნდაი ამერიკას“ ივლისში რეკორდული გაყიდვები ჰქონდა
სალო ავტო 2016-02-07 2966 ნახვა


„ჰიუნდაის“ ამერიკულ შტოს ივლისში რეკორდული გაყიდვები ჰქონდა. კორეულმა კომპანიამ სულ 62 021 ავტომობილი გაჰყიდა, რაც მისთვის ივლისის საუკეთესო შედეგია. წინა წლის ივლისთან შედარებით, კომპანიამ გაყიდვები 9.5 პროცენტით გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მზარდი პოპულარობით ის ავტომობილები გამოირჩევა, რომლებიც 100 კილომეტრზე საშუალოდ 5.9 და ნაკლებ ლიტრ საწვავს მოიხმარენ. ასეთი სულ 23 517 ავტომობილია გაყიდული, რაც გაყიდვების საერთო რიცხვის 38 პროცენტია. შედარებით იკლო „აქცენტის“ გაყიდვებმა, „სონატა“ ისევ ისე იყიდება, როგორც შარშან. ზრდა კი ახალი მოდელების დამატებამ განაპირობა, ისეთების, როგორებიცაა „ელანტრას“ GT და კუპე ვერსიები.

„ჩვენი კომპანიისთვის ივლისი მორიგი წარმატებული თვეა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი მოდელების - „აქცენტის“, „ელანტრას“ და „სონატას“ მიწოდების საქმეში გარკვეული პრობლემები გვაქვს. ჩვენს დილერებს საშუალოდ 27-დღიანი მარაგი აქვთ, რაც ყველა სხვა ბრენდის შესაბამის მაჩვენებლებზე ნაკლებია და თითქმის ორჯე ნაკლებია, ვიდრე ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი“, - ამბობს „ჰიუნდაის“ ვიცე პრეზიდენტი დეივ ცუხოვსკი, ვინც კორეული კომპანიის გაყიდვების დპარტამენტს ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ „ჰიუნდაის“ ამერიკაში შემდგომი განვითარების სოლიდური პოტენციალი აქვს. ის იმედოვნებს, რომ აღებული ტემპი აგვისტოშიც შენარჩუნდება. ამის პოტენციალს კი ახალი „სანტა ფეს“ მიწოდების დაწყება იძლევა.გარდა ამისა, სოლიდური მოთხოვნაა ისეთ მოდლებზე, როგორებიცაა „ველოსტერ ტურბო“, „ელანტრა GT“ და „ელანტრა კუპე“.

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21213-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1