„ჰიუნდაი ველოსტერ ტურბო“ და „ჯენეზის კუპე“ მობილურის თამაშში
სალო ავტო 2016-03-18 2193 ნახვა


ამიერიდან, მობილური ტელეფონების (აიოს და ანდროიდ სისტემებით) თამაშში „ასფალტ 7: ჰიტ“, „ჰიუნდაის“ ორი ავტომობილის არჩევის საშუალებაც გექნებათ. კომპანია „გეიმლოფტმა“ იმ 60 ავტომობილს შორის, რომლებითაც ნავარდის საშუალება სმარტფონების მფლობელებს აქვთ, კორეული კომპანიის სამოდელო გამიდან, „ველოსტერ ტურბო“ და „ჯენეზის კუპე“ შეიყვანა.

„გეიმლოფტმა“ თავისი პოპულარული თამაშის მორიგი, უფრო დახვეწილი ვერსიის პრეზენტაცია ივნისში ჩაატარა და მას შემდეგ, ის 50 მილიონზე მეტჯერ ჩაიტვირთა. ეს არის თამაში, რომელიც წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს უშეღავათო და კონტაქტური რბოლებით იზიდავს, რობლებიც ვირტუალურ სამყაროში, მთელი მსოფლიოს საუკეთესო ტრასებზე და ქალაქების ქუჩებში ტარდება.

საერთოდ, „ჰიუნდაის“ ეს ორი სპორტული მოდელი, პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობაშია პოპულარული. პირველ რიგში, ამას მათი დახვეწილი გარეგნობა განაპირობებს. თანაც, ორივე ტემპრამენტითა და კარგი მახასიათებლებითაც გამოირჩევა. და რა თქმა უნდა, მისაღები ფასით...

კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ პოპულარულ მობილურ თამაშში ჩართვით, ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, „ჰიუნდაისა“ და „გეიმლოფტის“ პარტნიორობა ამით არ შემოიფარგლება. ეს უკანასკნელი მალე გამოუშვებს პოპულარულ თამაშ „GT რეისინგ: მოტორ აკადემის“ სპეციალურ ვერსიას ანდროიდებისთვის, რომლის მოთამაშეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, არჩევანი „ჰიუნდაის“ მომავლის ავტომობილ „i-ონიკზე“ და სერიულ „ჯენეზის კუპეზე“ შეაჩერონ. ამასთან, თავის პარტნიორებთან „ერთად“, ამ თამაშის პოპულარიზაციისთვის, „ჰიუნდაი“ რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რომლებიც სწორედ „GT რეისინგს“ მიეძღვნება.

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1