„ჰიუნდაიმ“ ბრაზილიისთვისაც მოიცალა
სალო ავტო 2016-04-10 2757 ნახვა


„ჰიუნდაი“ გლობალური მასშტაბით მიღწეულ წარმატებებს არ სჯერდება და მისთვის ჯერჯრობით მეორე და მესამეხარისხოვან ბაზრებზეც აქტიურდება. ასეთთა შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ბრაზილიური ბაზარია, რომელზეც კორეულმა კომპანიამ სუბკომპაქტური ჰეჩბეკი HB20 წარადგინა.

ეს ავტომობილი სპეციალურად, ბრაზილიელი მყიდველის გემოვნების შესაბამისადაა შემუშავებული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის გახდბა პირველი ავტომობილი, რომელსაც „ჰიუნდაი“ ბრაზილიაში, ქალაქ პირასიკაბაში (სან პაულუს შტატი) გამოუშვებს. მის სახელში, HB იშიფრება, როგორც „ჰიუნდაი ბრაზილ“.

„ჩვენი კომპანიისთვის HB20-ის წარდგენა უბრალოდ, მოდელის პრეზენტაცია არაა. სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბრაზილიელებს ვთავაზობთ, HB20 არის ავტომობილი, რომელიც სპეციალურად, ბრაზილიისთვის შევიმუშავეთ და რომელსაც ბრაზილიაშივე გამოვუშვებთ“, - ავტომობილის წარდგენისას განაცხადა „ჰიუნდაი მოტორს ბრაზილის“ პრეზიდენტმა ჩანგ კიუნ ჰანმა.

კორეული კომპანიის სამოდელო გამაში, ახალი ხუთკარიანი ჰეჩბეკი ყველაზე ახლოს ევროპულ i20-თან არის. მისი ექსტერიერი სწორედ i20-ის შეცვლილი ვერსიაა, ინტერიერი კი ძირეულად განსხვავებულია. ამის მიზეზად “ჰიუნდაი“ იმ გარემოებას ასახელებს, რომ საჭირო იყო ავტომობილის სალონის ბრაზილეილი მყიდველის გემოვნებისთვის მისადაგება.

კიუნ ჰანმა ასევე დაიქადნა, რომ HB20-ით ბრაზილიელი ავტომოყვარულების სუბკომპაქტური კლასის ავტომობილებისადმი დამოკიდბულებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამის გარანტად მან მაღალი ხარისხი, კომფორტი და ტექნიკის გამძლეობა დაასახელა.

HB20 1.0 და 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომელთა სიმძლავრე 80 და 128 ცხენის ძალაა. ძრავებს 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება. ამასთან, 1.6-ლიტრიან ძრავს შეიძლება ავტომატური კოლოფიც შეუწყვილდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილი წინაამძრავიანია.

HB20-ს ფასი 31 995 ბრაზილიური ლირადან (დაახლოებით 15 800 დოლარიდან) იწყება. „ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ ამავე ავტომობილის ბაზაზე, მალე სედანის და ქროსოვერის წარმოებასაც დაიწყებს. ამ ავტომობილებსაც პირასიკაბას ქარხანაში გამოუშვებენ. აღსანიშნავია, რომ ესაა „ჰიუნდაის“ მეშვიდე არაკორეული ქარხანა. პირველი ექვსი თურქთში, ინდოეთში, ჩინეთში, აშშ-ში, ჩეხეთსა და რუსეთში მუშაობს.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1