„ჰიუნდაიმ“ შეიძლება დიდი ქროსოვერიც გამოუშვას
Saintereso.com ავტო 2015-11-16 1951 ნახვა

 

მართალია, ცოტა ხნის წინ, ახალი „სანტა ფეს“ პრემიერაზე, „ჰიუნდაიმ“ გვაუწყა, რომ „ვერაკრუსის“ წარმოებას წყვეტს, მაგრამ ახლახანს, გამოცემა „უორდ აუტომ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორეულ კომპანიას მაინც გადაწყვეტილი აქვს დიდი ზომის, შვიდადგილიანი ქროსოვერის წარმოება.

 

არადა, ახალი „სანტა ფეს“ გრძელბაზიანი ვერსიის სალონში სწორედ შვიდი სავარძელია მოთავსებული. ამის მიუხედავად, „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა, ვინც ახლახანს, ნიუ იორკის მოტორ შოუზე წარუდგინა საზოგადოებას ახალი „სანტა ფე“ და მაშინვე განაცხადა, რომ „ვერაკრუსის“ წარმოება წყდება, „უორდ აუტოს“ განუცხადა, ამ ტემაზე ახალ ინფორმაციას ელოდეთო... და მაინც, გამოცემა ირწმუნება, რომ ახალი შვიდადგილიანი ქროსოვერი „ვერაკრუსის“ შთამომავალი მაინც არ იქნება და ის შესაძლოა, პრემიუმ კლასის მანქანაც კი იყოს.

 

რას შეიძლება ამ შემთხვევაში სიტყვა პრემიუმი ნიშნავდეს? პირველ რიგში იმას, რომ ახალი ავტომობილი უკანაამძრავიანი იქნება. კორეელები მისთვის იმ პლატფორმას გამოიყენებენ, რომელზეც პრემიუმ სედანები - „ჯენეზისი“ და „ეკუუსია“ ბაზირებული.

 

მოკლედ, „ჰიუნდაი“ კიდევ ერთ, მისთვის ჯერჯერობით უცხო ტერიტორიაზე შებიჯებას აპირებს...

წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1