„ჰიუნდაიმ“ „ელანტრა GT-ს“ ფასი გამოაცხადა
სალო ავტო 2015-11-19 1829 ნახვა






„ჰიუნდაი“ ამერიკულ ბაზარზე ექსპანსიას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი ბიზნესი თვიდან თვემდე ვითარდება, კორეული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება და მყიდველს ახალ პროდუქტებს სთავაზობს, რომლებმაც მის შოურუმებში ახალი მყიდველი უნდა მიიზიდოს. ასეთი ავტომობილია „ელანტრა GT“, რომელიც ევროპასა და სხვა ბაზრებზე i30-ის სახელითაა ცნობილი.

„ელანტრა GT“ არის ხუთკარიანი ჰეჩბეკი, რომლის სასტარტო ფასიც ამერიკულ ბაზარზე 18 395 დოლარია. ის 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიითაა აღჭურვილი, 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის შემთხვევაში კი სასტარტო ფასი 19 395 დოლარია.

„ელანტრა GT“ გაბარიტებით „ფორდ ფოკუსის“ ზომისაა და შესაბამისად, მისივე კონკურენტიც იქნება. ის აღჭურვილია ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.8-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 148 ცხენის ძალას და 178 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავი 100 კილომეტრზე 6.02 ლიტრ საწვავს მოიხმარს (ორივე ტიპის ტრანსმისიის შემთხვევაში).

ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის: ალუმინის ბორბლები, შვიდი აირბალიში, დღის გაბარიტული ფარები, ჰაერის კონდიცირების სისტემა, აუდიო სისტემა, რომელსაც აიფონის და მპ3-ის ბუდეები აქვს და ხმის ამოცნობა შეუძლია, შორიდან გაღების უგასაღებო სისტემა და კრუიზ კონტროლი.

გარდა ამისა, „ჰიუნდაი“ ამ ავტომობილის მყიდველს დამატებით ოპციებსაც სთავაზობს. მათ შორისაა პაკეტი „სტაილი“, რომელსაც სპორტულ ყაიდაზე მომართული საკიდარი აქვს და დაბალპროფილიან P215/45R17 ბორბლებზე დგას.

 

 

 

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1