„ჰიუნდაიმ“ „სონატას“ სტანდარტული ეკიპირება გაამდიდრა
სალო ავტო 2015-11-20 2252 ნახვა




„სონატა“ ყველგან კარგად იყიდება და ჯერ განახლებამდე ორი წელი აქვს, თუმცა „ჰიუნდაი“ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებას ამდიდრებს. ამის თაობაზე, კორეული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა კიმ ჩუნ-ჰომ განაცხადა.

საბაზო ვერსია GLS-ის სტანდარტულ ეკიპირებაში, ამიერიდან ნისლსაწინააღმდეგო ფარები და წინა გათბობადი სავარძლები შევა. ამ ეკიპირებით, ავტომობილის სასტარტო ფასი 21 720 დოლარი იქნება. SE მოდელს სტანდარტულ ეკიპირებაში ასევე დაუმატეს გათბობადი წინა სავარძლები და გამჭვირვალე ღიობი (ლუკი). სხვათა შორის, პანორამული გამჭვირვალე სახურავი უკვე შესულია ამ მოდიფიკაციის შეზღუდულ, პრემიუმ ვერსიის სტაბდარტულ ეკიპირებაში.

სხვა მხრივ, „სონატას“ ცვლილებები არ ეხება. მის ძრავების გამაში ისევ ბენზინის ორი აგრეგატი შედის. ერთია თეტა II სერიის GDI, რომლის მუშა მოცულობა 2.4 ლიტრი, სიმძლავრე კი 198 ცხენის ძალაა. მეორე ძრავია თეტა II სერიის ტურბო დამჭირხნიანი 2.0-ლიტრიანი GDI, რომლის სიმძლავრეც 274 ცხენის ძალაა. ძრავების გამაში ასევე შედის ჰიბრიდული სისტემა, რომლის სიმძლავრეც 206 ცხენის ძალას აღწევს.

 

 

 

 



წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21214-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1