„ჰიუნდაის“ ამერიკული გაყიდვები 700 000-ს მიაღწევს
სალო ავტო 2015-12-04 2175 ნახვა

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს, „ჰიუნდაი“ წელს ალბათ მაინც შეძლებს გაყიდვების 700 ათასიანი ზღვარის გადალახვას. ასეთ პროგნოზს აკეთებს კორეული კომპანიის ამერიკული შტოს მტავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი.

მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაის“ საავტომობილო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა (2000 წელს), ჩუნგ მონგ-კომ მიზნად მისი კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების ხარისხის გაუმჯობესება დაისახა და ამ მიზნის მისაღწევად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოების მოცულობა ხელოვნურად შეზღუდა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, როდესაც წარმოების მოცულობის გაზრდაა საჭირო, ეს არსებული ქარხნების შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოყენების გზით ხდება და არა ახალი საწარმოების ამოქმედბით.

„ჰიუნდაისთვის“ ამერიკის ბაზარზე განსაკუთრებით წარმატებული გასული წელი იყო, როცა 645 691 ავტომობილის რეალიზება შეძლო. მის ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ნაწილობრივ იმპორტის, ნაწილობრივ კი ამერიკულ ქარხნებში ცვლების დამატების საშუალებით ხერხდებოდა.

„ჩუნგს სურს, რომ ჩვენ მაღალ ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებული. და როცა ის კმაყოფილი დარჩება ჩვენი მიღწევებით, მაშინ ალბათ წარმოების გაზრდის საკითხიც აქტუალური გახდება“, - ამბობს კრაფჩიკი.

„ჰიუნდაის“ ჯგუფის მსოფლიოში არსებული ქარხნების წლიური შესაძლებლობები დაახლოებით 7 მილიონი ავტომობილის წარმოების საშუალებას იძლევა. ამერიკაში კორეულ კომპანიას ორი ქარხანა აქვს. მათგან მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხანა უშუალოდ „ჰიუნდაის“ ავტომობილებს აწარმოებს, უესტ პოინტის (შტატი ჯორჯია) ქარხანა კი „კიას“ ავტომობილებს უშვებს.

კრაფჩიკი ამბობს, რომ საცალო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „ჰიუნდაი“ ბითუმ მყიდველებს, როგორებიცაა ავტოგამქირავებელი ფირმები, მიწოდებას შეუმცირებს. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ავტომობილების ბითუმად გაყიდვებს ნაკლები მოგება მოაქვს, რადგან ამ შემთხვევაში, ფასდაკლება დიდია. შარშანდელი მონაცემებით, ამერიკის ბაზარზე „ჰიუნდაის“ გაყიდვების 10 პროცენტი სწორედ ბითუმად ვაჭრობამ დაიკავა. კრაფჩიკი ამბობს, რომ ამ მაჩვენებლის განახევრებაა დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საცალო ქსელი დამატებით 100 000 ავტომობილს მიიღებს. ცნობისათვის, 2009 წელს კორეული კომპანიის მიერ ამერიკაში რეალიზებული ავტომობილების 26 პროცენტი სწორედ ბითუმად გაიყიდა.

კრაფჩიკი ამბობს, რომ მან არ იცის, როდის აპირებს ჩუნგი წარმოების გაზრდას. არადა, ამერიკის ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ლამის ტრეილერებიდან ხდება. ამის მაგალითად კრაფჩიკს შემდეგი ფაქტი მოჰყავს: მარტის დასაწყისში ამერიკელ დილერთა შოურუმებში 55 000 ავტომობილი იდგა, იმავე თვეში კი გაყიდვების მოცულობა 70 000 ავტომობილს მიაღწია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დილერებს ნორმალური მუშაობისთვის, შოურუმებში დასაყენებელი ავტომობილები არ ჰყოფნით.

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1