„ჰიუნდაის“ გეგმები 2015 წლამდე
სალო ავტო 2015-11-23 2497 ნახვა







უკვე რამდენიმე წელია, „ჰიუნდაი“, თავის ჯგუფში შერმავალ „კიასთან“ ერთად, მსოფლიო საავტომობილო ბაზრის წამყვანი მოთამაშე გახდა. მაგრამ კორეული გიგანტის ამბიციები ამით არ შემოიფარგლება და კომპანიას უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს.

ინტერნეტ გამოცემა „ავტოივოლუშნმა“ მოიპოვა „ჰიუნდაის“ განვითარების მოკლევადიანი გეგმა, რომელშიც კორეული კომპანიის მიერ, მომავალი სამი წლის განმავლობაშ გამოსაშვები ავტომობილების სიაა ჩამოწერილი.

ყველაფერი კომპაქტურ ქროსოვერ ix35-ის განახლებით იწყება. მას მყიდველი ამ წლის ბოლოდან მიიღებს. განახლებული ავტომობილი ბაზარზე სამი წლით დარჩება, რის შემდეგაც, კორეული კომპანია ახალი თაობის ix35-ს გამოუშვებს. მოდერნიზება სედან „სონატასაც“ უტარდება და მის სახეშეცვლილი ვერსიის გაყიდვაც ამ წლის ბოლოს დაიწყება. ახალი თაობის „სონატა“ კი ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება.

„ჰიუნდაი“ დაბალფასიან B-სეგმენტში აქტიურობასაც გააგრძელებს. ამ სეგმენტში, სპეციალურად განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის, პატარა ჰეჩბეკი დამზადდება, დაახლოებით მოდელ „გეცის“ სტილში. ამ ავტომობილს სახელად i15-ს შეარქმევენ, მის პლატფორმაზე კი მომავალში პატარა ქროსოვერსაც გამოუშვებენ.

„ჰიუნდაის“ ასევე დაგეგმილი აქვს კონცეპტუალური „ქურბის“ (ნისან ჯუკის კონკურენტი იქნება) სერიული ვერსიის და კიდევ ერთი პატარა ქროსოვერის გამოშვება, რომელიც კონცეპტუალური HED-5-ის ბაზაზე შეიქმნება. ამავე ავტომობილის ბაზაზე, მოგვიანებით მინივენსაც გამოუშვებენ.

სავარაუდოდ, 2014 წელს დაიწყება ახალი i10-ის და i20-ის წარმოება. გარდა ამისა, კორეული კომპანია ოთხკარიანი კუპეს გამოშვებასაც აპირებს, რომელიც სავარაუდოდ, „კიას“ კონცეპტუალური K9-ს პლატფორმას გამოიყენებს. დაბოლოს, 2015 წელს ბაზარზე ახალი H1 მინიავტობუსი გამოვა, რომელიც ზოგ ქვეყანაში „გრანდ სტარექსის“ სახელით იყიდება.

 

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21218-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+31
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 95
31º
19º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1