„ჰიუნდაის“ პრობლემა, რომელზეც ბევრი ოცნებობს
სალომე აბრალავა ავტო 2015-12-17 2335 ნახვა



„ჰიუნდაის“ ამერიკულ ბაზარზე 5-პროცენტიანი წილი ეკუთვნის. მისი გაყიდვები იზრდება, მაგრამ მასზე მაღალი ტემპით იზრდება გაყიდვები მთლიანად ამერიკულ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კორეული კომპანიის წილი ამ ბაზარზე შემცირდება. ამის მთავარი მიზეზი კი თავად კომპანიის პოლიტიკაა - წარმოების მოცულობა არ გაიზარდოს ახალი საწარმოების მშენებლობის ხარჯზე.

ამის შედეგია ის, რომ „ჰიუნდაის“ დილერებს ყველაზე მცირე მარაგები აქვთ - მათს შოურუმებში მანქანები საშუალოდ 25-27 დღით ჩერდება. ეს ძალიან ცოტაა, რადგან საშუალოდ ერთი ავტომობილი შოურუმში თვეზე ნაკლებ ხანს რჩება. არადა, საშუალო ნორმა ორ თვემდეა. უფრო მეტიც, ახალი „აზერა“ (ფოტოზე) შოურუმში საშუალოდ 12 დღე დგას, რაც ამ დონის ავტომობილისთვის ძალიან ცოტაა.

კორეული კომპანია თითქმის აღარ ჰყიდის ავტომობილებს ბითუმად. ასე ისედაც უფრო მცირე მოგება რჩება, ვიდრე საცალო გაყიდვების დროს, რადგან ბითუმად მყიდველი პროდუქტს ყოველთვის ფასდაკლებით ყიდულობს. ანალიზმა აჩვენა, რომ მთელი ამერიკის მასშტაბით, დილერების შოურუმებში, ყოველ 1000 ავტომობილზე, მხოლოდ 25 ცალი „ჰიუნდაი“ დგას. ანუ, იმ 5 პროცენტის დაახლოებით ნახევარი, რა წილიც ამ ბაზარზე კორეულ კომპანიას აქვს.

და, ყოველივეს მიუხედავად, „ჰიუნდაი“ ამერიკაში გაყიდვებს ზრდის - სავარაუდოდ, წელს იქ დაახლოებით 700 000 „ჰიუნდაის“ გაყიდვაა ნავარაუდები, ანუ შარშანდელ გაყიდვებზე დაახლოებით 100 000-ით მეტი.

ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება „ჰიუნდაის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჩუნ მონ კოს თავისი პრინციპებისგან გადაახვევინოს, მსუბუქი სატვირთო და უგზოობის დიდგაბარიტიანი ავტომობილების წარმოების დაწყებაა. და ამას არ გამორიცხავს „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი.

ცნობისათვის, მიმდნრე წლის პირველი ექვსი თვე კორეული კომპანიისთვის რეკორდულია. ამერიკაში უკვე გაიყიდა 356 669 ავტომობილი, რაც რეკორდული რიცხვია და წინა წლის მსგავს მაჩვენებელზე 10 პროცერნტით მეტია. მაგრამ ამერიკის ბაზარზე მთლიანობაში გაყიდვები 15 პროცენტითაა მომატებული. სწორედ ამის გამოა კორეული კომპანიის წილის კლება მოსალოდნელი. ერთადერთი რესურსი, რომლის ხარჯზეც კორეელები ალაბამას ქარხანაში წარმოების გაზრდას შეძლებენ, მესამე ცვლის დამატებაა. და ამ „მსხვერპლზე“ ჰიუნდაი“ შემოდგომაზე წავა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, „ჰიუნდაის“ წილი 1998 წლის შემდეგ არ შემცირებულა...

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1