„ჰიუნდაი“ და ევროპული ფეხბურთი
სალო ავტო 2015-11-19 2222 ნახვა







წელია, „ჰიუნდაი“ და ევროპული ფეხბურთი მეგობრობენ. მათი მეგობრობა, კორეული კომპანიის მიერ უეფა-ს ტურნირების სპონსორობით გამოიხატება. სამაგიეროდ, „ჰიუნდაის“ ავტომობილებს რეკლამას ევროპულ არენაზე მოთამაშე ვარსკვლავები უწევენ. და ორივე მხარე კმაყოფილია.

მათი პარტნიორობა თვალსაჩინოა პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რაც მხოლოდ სარეკლამო ბანერებში როდის აისახება. „ჰიუნდაის“ ავტომობილები, ამ ჩემპიონატის ოფიციალური ტრანსპორტია. კორეული კომპანიის 350 ავტომობილს გუნდები, ტურნირის ოფიციალური პირები და საპატიო სტუმრები გადაჰყავს. რამდენიმე ავტომობილმა კი მონაწილეობა მიიღო გარბენში, რომლის დროსაც, ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილმა თასმა, პოლონეთი და უკრაინა მოიარა.

გარდა ამისა, „ჰიუნდაიმ“ თავისი ხუთკაციანი გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა. მასში ევროპაში მოთამაშე ხუთი გამორჩეული ფეხბურთელი შევიდა, რომლებიც კორეული ბრენდის ელჩები გახდნენ. ესენი არიან: იკერ კასილასი, ლუკას პოდოლსკი, ჯუზეპე როსი, კარიმ ბენზემა და დანიელ სტარიჯი.

გარდა ამისა, „ჰიუნდაი“ ქუჩის ფეხბურთზეც ზრნუვს. კომპანიას ფეისბუკში გახსნილი აქვს ფანების გვერდი, რომელშიც სულ 250 000 ფანის დარეგისტრირებაა შესაძლებელი. კორეული კომპანია პირობას დებს, რომ ყოველ ფანზე, თითო ევროს შეიტანს ქუჩის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშზე. ამგვარად, კორეული კომპანია ირიბად დაეხმარება იმ ქვეყნების ახალგაზრდებს, რომლებიც სიღარიბის გამო, დიდ სპორტში ვარჯიშს ვერ ახერხებენ. მათთვის ქუჩის ფეხბურთი იმის შანსია, რომ რამეს მიაღწევენ. და „ჰიუნდაი“ თვლის, რომ ქუჩის ფეხბურთის განვითარება, შეჭირვებული ქვეყნების სოციალურ წინსვლაში თავის წვლილს შეიტანს.

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1