„ჰიუნდაი“ და „ბეემვე“ ძრავებზე თანამშრომლობას აპირებენ
სალო ავტო 2015-11-24 1997 ნახვა




ხარჯების შემცირების მიზნით, ავტომწარმოებლები თავიანთ კონკურენტებთან თანამშრომლობას ესწრაფვიან, რამაც ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო. ზოგი ალიანსს ქმნის, ზოგიც უფრო კონკრეტულ თანამშრომლობას ამჯობინებს. თანამშრომლობა აქვთ დასახული მიზნად „ჰიუნდაისა“ და „ბეემვეს“, რომლებიც მოლაპარაკებას ძრავების შემუშავებისა და წარმოების სფეროში პარტნიორობაზე აწარმოებენ.

ბავარიული კომპანია განსაკუთრებით ინტენსიურად აბავს პარტნიორულ ურთიერთობებს. კერძოდ, მათ ახლახანს „პეჟო-სიტროენთან“ თანამშრომლობა გააფართოვეს, რაც ძრავებისა და ჰიბრიდული კომპონენტების ერთობლივად შემუშავებასა და წარმოებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გერმანული კომპანია „ტოიოტასთანაც“ თანამშრომლობს. და აი, ბავარიელებმა ახალი პარტნიორი გამონახეს „ჰიუნდაის“ სახით, რომელთან ერთადაც, შემდგი თაობის ლითიუმ-იონური ელემენტების შემუშავება და წარმოებაში დანერგვა აქვთ გამიზნული.

გერმანული გამოცემა „აუტომობილ პროდუკტიონის“ ინფორმაციით, „ჰიუნდაის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჩუნ მონ-კოოს შვილი ჩუნ ეუი-სუნი მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც „ბეემვეს“ ჯგუფის მენეჯერებს შეხვდა, რომლებთანაც ძრავებთან დაკავსირებული თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა.

მართალია, არცერთი კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როიტერსი სხვა, „მცოდნე წყაროს“ ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ორ კომპანიას შორის მოლაპარაკება ძრავების ერთობლივად შემუშავებას და სხვა თემებს შეეხება და ის ჯერ ადრეულ ფაზაშია. როიტერსს ამ თემაზე სხვა წყაროც ჰყავს, თუმცა მან არ იცის, მოლაპარაკება ისევ მიმდინარეობს, თუ არა.

ამასთან, ლაპარაკი არაა ალიანსის შექმნაზე და ეს ბავარიული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმაც დაადასტურა, რომლის თქმითაც, „უფრო ღრმა პარტნიორული ურთიერთობა ამ ეტაპზე არ განიხილება“. პრაქტიკულად, ეს იმის დასტურია, რომ „ჰიუნდაისთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა კორეული კომპანიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

 

 

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20288-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+26
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 29
26º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7799
ევრო
3.0954
რუბლი
4.293
ლარი
1