„ჰიუნდაი“ ევროპაში გაყიდვების გაზრდას გეგმავს
სალო ავტო 2015-11-19 1841 ნახვა





„ჰიუნდაი“ ევროპაში გაყიდვების გაზრდას გეგმავს და ამაში პატარა ჰეჩბეკი i10 უნდა დაეხმაროს, რომლის წარმოებასაც თურქეთში იწყებს. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ახალ i10-ს ინდოეთში გამოუშვებდნენ და ევროპაში იქიდან შეიტანდნენ, მაგრამ ეს ლოჯისტიკურ ხარჯებს გაზრდიდა, რაც ავტომობილის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. ამიტომ, i10-ის წარმოებისთვის, თურქული ქარხანა „ჰიუნდაი ასან ოტომოტივ სანაი“ შეირჩა.

ეს ქარხანა ქალაქ იზმიტში მდებარეობს და მისი თანამონაწილეა თურქული „კიბარ ჰოლდინგი“. მისი წლიური წარმადობა 100 000 ავტომობილია, თუმცა ეს მაჩვენებელი მალე გაორმაგდება. კორეული კომპანიის ინვესტიციის წყალობით, ამ ქარხანაში დასაქმებულთა რიცხვი 750 ერთეულით გაიზრდება. გარდა ამისა, მიმწოდებელ კომპანიებში დამატებით 1500 ადამიანი დასაქმდება.

ევროპის ბაზარზე შარშან კორეული კომპანიის ავტომობილებს შორის, i10 მეოთხე საუკეთესო გაყიდვადი იყო. მასზე მეტი მხოლოდ i30, i20 და ix35 გაიყიდა. ყველაზე პატარა კორეულ ჰეჩბეკს ევროპაში 73 000 მყიდველი ჰყავდა. ევროპული ბაზრისთვის ავტომობილებს „ჰიუნდაი“ ძირითადად (დაახლოებით 70 პროცენტს) ორ - თურქულ და ჩეხურ (ნოსოვიცე) ქარხნებში აწარმოებს. იზმიტის ქარხანა ჰეჩბეკ i20-ს აწარმოებს, ნოსოვიცესი კი - i30-ს, ix20 პატარა მინივენს და ix35 კომპაქტურ ქროსოვერს.

„ჰიუნდაის“ ევროპული შტოს შეფი ალან რუშფორტი ამბობს, რომ თურქეთში i10-ის წარმოების დაწყება, მის კომპანიას ევროპაშიგაყიდვების გაზრდაში დაეხმარება. ამასთან, კორეული კომპანიის ევროპაში წარმატებულ საქმიანობას იმ ფაქტით ხსნის, რომ ამ ბაზრისთვის ავტომობილების შემუშავება ევროპაშივე, იქაური მყიდველის გემოვნების გათვალისწინებით ხდება.

„ჰიუნდაი“ გეგმავს, რომ ევროპის ბაზრის 3.5 პროცენტს დაეუფლოს, რაც ძალიან ძნელად მისაღწევი მიზანია. ამ ეტაპზე, კორეული კომპანია ძველი კონტინენტის ბაზრის 2.9 პროცენტს აკონტროლებს. პარალელურად, კიდვ ერთი მიზანი, წლიურად ნახევარი მილიონი ავტომობილის წარმოებაა.

აღსანიშნავია, რომ მსში კომპანიამ ევროპაში 38 521 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. ამასთან, 16 პროცენტითაა გაზრდილი (187 534-მდე) გაყიდვები პირველ ხუთ თვეში.

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 20323-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+24
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 8
24º
13º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7802
ევრო
3.1102
რუბლი
4.3044
ლარი
1