„ჰიუნდაი“ თურქეთში წარმოებას აორმაგებს
სალო ავტო 2015-11-20 2680 ნახვა




„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ თავის თურქულ საწარმოში, „ჰიუნდაი ასან ოტომოტივ სანაიში“ (HAOS) წარმოების წლიურ მოცულობას აორმაგებს. ამჟამად ამ ქარხნის სიმძლავრე 100 000 ავტომობილია, მომავალი წლიდან კი ეს მაჩვენებელი 200 000-მდე გაიზრდება.

სამხრეთკორეული კომპანიის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ევროპასა და თურქეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა A და B სეგმენტის მოდელებზე. B სეგმენტის i20-ს „ჰიუნდაი“ თურქეთში ორი წელია, აწარმოებს, მალე კი იქ A სეგმენტის შემდეგი თაობის i10-ის წარმოებაც დაიწყება.

„უკვე 15 წელია, რაც თურქეთში ჩვენი ქარხანა მუშაობს და ამ დროში იქ უკვე 700 000-ზე მეტი ავტომობილი გამოვუშვით. ამით ჩვენ თურქული ეკონომიკის განვითარებაში სოლიდური წვლილი შეგვაქვს. ახალი ინვესტიციით, რომლის მიზანიც, წარმოების გაორმაგებაა, ჩვენ უკეთ შევძლებთ ევროპასა და თურქეთში გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, - ამბობს „ჰიუნდაი ასან ოტომოტივ სანაის“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ვონ-შინ ჩანი.

ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გასაზრდელად, „ჰიუნდაი“ და მისი მიმწოდებლები, 607 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. კორეული კომპანიის განცხადებით, ქარხნის მოდერნიზების შემდეგ, მასში 750 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რის შემდეგაც, იქ დასაქმებულთა რიცხვი 2400-მდე გაიზრდება.

 

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21213-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1