„ჰიუნდაი“ ლონდონის „ჰეროდსში“ დროებით დასახლდა
სალო ავტო 2017-02-03 2206 ნახვა


დღეს სპორტული და არამხოლოდ სპორტული სამყაროს ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ამიტომ, იქ რაც ხდება, ყველაფერი ყურადღებას იქცევს. მათ შორის, საავტომობილო სამყაროს ამბებიც. ამ დღეებში იქ სწორედ ასეთი რამ მოხდა - „ჰიუნდაიმ“ ცნობილ სავაჭრო ცენტრ „ჰეროდსში“ დაიდო დროებითი ბინა. ცენტრის ერთ-ერთ ვიტრინაში, კუპე „ველოსტერი“ მოთავსდა, რომელიც იქ 25 აგვისტომდე დარჩება.

მაგრამ კორეული კომპანიის ეს აქტივობა ოლიმპიადას არ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ „ჰიუნდაი“ სპონსორია გამოფენისა, სახელწოდებით „კორეა ლავს ლონდონ - ინოვეიშნ ენ ტექნოლოჯი 2012“, რომელსაც სწორედ „ჰეროდსი“ მასპინძლობს და რომელიც კორეის სავაჭრო-საინვესტიციო წარმოჩინების სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. ამ უკანასკნელის მიზანს, ბრიტანეთში კორეული კომპანიების წარმოჩენა და დამკვიდრება წარმოადგენს.

„ძალიან ვამაყობთ იმით, რომ „კორეა ლავს ლონდონ - ინოვეიშნ ენ ტექნოლოჯი 2012-ის“ მონაწილეები ვართ და ჩვენი საქმიანობის ჩვენების საშუალება ასეთ გამორჩეულ ადგილას მოგვეცა. ისევე, როგორც ყველაფერი, რაც „ჰეროდსშია“ წარმოდგენილი „ველოსტერიც“ ძალიან დახვეწილი პროდუქტია, ფასეული და უმაღლესი ხარისხის“, - პავილიონის გახსნაზე განაცხადა „ჰიუნდაი მოტორსის“ ბრიტანული შტოს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა ტონი უაითჰორნმა.

„ჰეროდსის“ ვიტრინებში, „ველოსტერის“ გარდა, კორეული წარმოების რობოტები, ინტერაქტიური ეკრანები და უამრავი საინტერესო ექსპონატია გამოფენილი.

 

 

 


წყარო:
ტოპ 20 სტატია
ამინდის პროგნოზი
+15
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 55
15º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.7268
ევრო
3.2176
რუბლი
4.575
ლარი
1