„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება
სალო ავტო 2015-11-19 2193 ნახვა






„ჰიუნდაიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება გადაწყვიტა. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორეული კომპანია საქარხნო გუნდით იასპარეზებს. სარბოლად კი „ჰიუნდაი i20-ს“ მოამზადებს.

გერმანულ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. სამაგიეროდ, ჟურნალი გვამცნობს, რომ მათ ეს ინფორმაცია, პირველად „ჰიუნდაის“ იმ მიმწოდებლებისგან შეიტყვეს, რომლებიც კომპანიას სპეციფიკურ შეკვეთებს უსრულებდნენ. ამავე წყაროს თქმით, სარბოლი i20-ის პროტოტიპი უკვე მზადაა. ის „ჰიუნდაის“ გერმანულ სპორტულ ბაზაზე შექმნეს, რომელიც ქალაქ ოფენბახში მდებარეობს.

რალის მსოფლიო ჩემპიონატში „ჰიუნდაი“ 2000-2003 წლებში მონაწილეობდა. ამ მოკლე პერიოდში, კორეული კომპანიის გუნდმა, მოდელ „აქცენტის“ სამი თაობა გამოიცვალა, მაგრამ კვარცხლბეკზე ერთხელ ასვლაც კი ვერ შეძლო. კონსტრუქტორთა პირველობაზე მისი საუკეთესო შედეგი კი მეოთხე ადგილი იყო, რაც შვედი კენეტ ერიქსონის და ბრიტანელი ალისტერ მაკრეის დამსახურება იყო.

აღსანიშნავია, რომ „ჰიუნდაიმ“რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მანამდე იგივე „ფოლკსვაგენმა“ გააკეთა. კორეელებს სურთ, რომ რალის უმაღლეს დონეზე, ვოლფსბურგელთა „პოლოს“ თავიანთი i20 დაუპირისპირონ. ეს ორი ავტომობილი ბაზარზე ერთმანეთის კონკურენტია და „ჰიუნდაის“ სურს, რომ სპორტში გამარჯვებით, ნაყოფი ბიზნესში მოიმკას. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ ორივე ავტომობილის პრემიერა მომავალ სეზონში გაიმართება.

ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი ავტომწარმოებელი მოიყრის თავს - „ჰიუნდაის“ და „ფოლკსვაგენის“ გარდა, იქ უკვე ასპარეზობენ „სიტროენი“, „ფორდი“ და „მინი“.

 

 

 


წყარო:

 

ტოპ 20 სტატია
ნანახია: 21213-ჯერ
ამინდის პროგნოზი
+34
თბილისი
ნალექიანობის ალბათობა 63
34º
20º
ვალუტის კურსი/კონვერტორი
[X]
დოლარი
2.9279
ევრო
3.2365
რუბლი
4.4581
ლარი
1